პუბლიკაციები
ომი რომელიც თავს არ გვანებებს

ომის დაწყება ადამიანებში ერთგვარ სასოწარკვეთას იწვევს. ეს განწყობა კი მშვიდობის ერთობ ადამიანური სურვილითაა ნაკარნახევი - იმედით, რომ „ომი ახლა მაინც არ მოხდება“. ადამიანს, როგორც გონიერ არსებას, სურს მშვიდობა, და ეს სავსებით გასაგებია. თუმცა, როგორც მეოცე საუკუნემ დაგვიდასტურა, ადამიანის გონივრული ნაწილი მისი სულიერი სამყაროს მხოლოდ მცირე შემადგენელია. ხშირად, ადამიანის სულს არაცნობიერის სიღრმეებიდან დაძრული ომის გენია მოიცავს. ომის გენია, ეს სტიქიური ძალა, შეგვახსენებს იმას, რისი დავიწყებაც გვსურს ჩვენ, ვით მშვიდობის მოსურნე გონიერ არსებებს: ქმნადობა და სიცოცხლის დაუოკებელი ძალა, მუდამ მიისწრაფვის ახლებური ფორმაციებისკენ, ძალთა ახლებური ბალანსებისკენ, რომლებიც მშვიდობით მყარდებიან, რათა მოგვიანებით კვლავ ომით იქნენ დარღვეულნი. 

04/04/2022

16:21

ისტორიის გაგრძელება ანუ ლიბერალიზმის აღზევება და დასასრული

ზუსტად 30 წლის წინ, 1992 წელს გამოვიდა ფრენსის ფუკუიამას ცნობილი ნაშრომი „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“. შეგახსენებთ, ეს წიგნი დაიწერა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ყველამ მიიჩნია რომ დასავლურლ ლიბერალურ-დემოკრატიულ წესრიგს გლობალური ალტერნატივა აღარ ჰყავს.  ფუკუამამ „ისტორიის დასასრულში“ იგულისხმა, რომ ალტერნატიული გლობალური პოლიტიკური წესრიგი ლიბერალური-დემოკრატიის გარდა აღარ იარსებებდა და შესაბამისად იდეოლოგიური დაპირისპირებებიც აღარ იქნებოდა, ხოლო ლიბერალიზმი დაიწყებდა ტრიუმფალურ სვლას. პარლელურად 1981 წლიდან დაწყებული ნეოლიბერალიზმის აღზევებამ დასავლეთში, რომელოიც მალევე გლობალურ ტრენდად იქცა. მიიჩნეოდა რომ თავისუფალ ბაზარს, ადამიანთა უფლებების და დემოკრატიის ლიბერალურ გაგებას კონკურენტი ვეღარ გამოუჩნდებოდა. ამ იდეებით იყო მონუხული მთელი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საზოგადოება. მას შემდეგ რაც 1991 წელს დაინგრა საბჭოთა კავშირი, მის ყოფილ რესპუბლიკებში, თითქმის ყველგან გატარდა ერთნაირი რეფორმები, როგორებიც იყო პრივატიზაცია, ეკონომიკური რესტრუქტურიზაცია და ა.შ. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დიდი იმედით უყურებდნენ, რომ ლიბერალური რეფორმები მათ ცხოვრებას საგრძნობლად გააუმჯობესებდა, ამიტომ ისინი ხშირად დასავლელ ექსპერტებს იწვევდნენ და მათი რჩევებით ახორციელებდნენ რეფორმებს. რუსეთში მალევე გამოიწვია ამ რეფორმებმა საზოგადოების უკმაყოფილება, პრივატიზაციას უწოდეს „პრიხვატიზაცია“ (მიტაცება), ხოლო დემოკრატიას - „ძერმოკრატია“. ლიბერალურმა რეფორმებმა გააქრეს ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 10 000-მდე ქარხანა, მილიონობით ადამიანი იქცა უმუშევრად და იძულებული იყო ემიგრაციაში წასულიყო, ამას ემატებოდა საზოგადოების არნახული კრიმინალიზაცია. ლიბერალმა იდეოლოგებმა და ექსპერტებმა, იმისთვის რომ აეხსნათ ლიბერალური პროექტის წარუმატებლობა ამ რეგიონში, დაიწყეს გადაბრალებები სხვა ფაქტორებზე/ მათ ძირითადად ორი მიმართულებით აიღეს გეზი: 1) ყველაფერი საბჭოთა წარსულის ბრალია და 2) ყველაფერი ადგილობრივი კულტურული ტრადიციების ბრალია, რომელიც ლიბერალიზმთან არ მოდის თანხვედრაში, ამიტომ ძირითად მტრად გამოაცხადეს ადგილობრივი დომინანტური რელგიები (ჩვენ შემთხვევაში მართლმადიდებლობა). დაიწყო საბჭოთა კავშირის გააზრების და მონინიების პროექტი, რომელიც გვეუბნებოდა რომ თურმე სტალინი და ჰიტლერი ერთნაირი დამნაშავე ყოფილან, რომ ჩვენ, როგორც გერმანელებმა ისე უნდა მოვინანიოთ საბჭოთა წარსული და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ განვთავისუფლდეთ მისგან. ბუნებრივია ეს მიდგომა არ ითვალისწინებდა ისტორიულ და იდეოლოგიურ განსხვავებას და წინააღმდეგობაში მოდიოდა ფაქტებთან თუ ცოცხალ მეხსიერებასთან. ასევე დაიწყო მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც გვეუბნებოდა რომ მართლმადიდებლობა ყოფილა არათავისუფლების, მონების რელიგია, რომ ჩვენ უნდა საზოგადოების ისეთი სეკულარიზმი მოვახდინოთ, როდესაც მართლმადიდებლობა ვეღარ შეძლებს საზოგადოების ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლი შეასრულოს. ყველაფერი ეს ხდებოდა დასავლური გრანტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, როგორც რუსეთში, ისე დანარჩენ საბჭოთა რესპუბლიკებში. 

04/04/2022

15:50

"პუტინის ოცნებები და კოშმარები... რუსეთთან მომლაპარაკებელი პირები მის "ხელქვეითებად“ არ უნდა გადაიქცნენ" - რას წერს გერმანული გამოცემა

გერმანულ ცნობილ ყოველდღიურ გაზეთ „ფრანკფურტერ ალჰემაინე ცაიტუნგ“-ში (Frankfurter Allgemeine Zeitung) რუბრიკით „კრიზისი აღმოსავლეთ ევროპაში“, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინის ოცნებები და კოშმარები“ (ავტორი - კლაუს-დიტერ ფრანკენბერგერი, პოლიტიკური მიმომხილველი). პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ რუსეთთან მომლაპარაკებელი პირები ვლადიმერ პუტინის „ხელქვეითებად“ არ უნდა გადაიქცნენ და ხელი არ უნდა შეუწყონ რუსეთის ლიდერის სურვილის შესრულებას გეოპოლიტიკური რევიზიონიზმის განხორციელების საკითხში.

28/12/2021

17:32

„პოლონეთში გაქცეული ავიადისპეტჩერი ბელარუსის წინააღმდეგ: როგორ მოხდა Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვება მინსკში“

„გასულ ზაფხულს, როცა პოლონელი მესაზღვრეები ბელარუსში მყოფ მიგრანტებს საზღვარზე გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ, ერთ-ერთი ადამიანი შეუმჩნევლად გადავიდა პოლონეთში, სადაც მას თბილად შეხვდნენ, თუმცა ეს ფრიად ფრიად საიდუმლო ვითარებაში მოხდა. ეს პიროვნება იყო ოლეგ გალეგოვი, წარმოშობით საქართველოდან“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათურით „პოლონეთში გაქცეული ავიადისპეტჩერი ბელარუსის წინააღმდეგ: როგორ მოხდა Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვება მინსკში“ (ავტორები - ენდრიუ ჰიგინსი და თომას დაფკუსი).

09/12/2021

15:24

ვოლფგანგ იშინგერი: „არ მჯერა იმ ადამიანებების განცხადებებისა, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას წინასწარმეტყველებენ - საქართველომ და უკრაინამ ორიენტაცია ფინეთზე უნდა გააკეთონ“

გერმანულმა გაზეთმა „ჰანდელსბლატმა“ (Handelsblatt) გამოაქვეყნა ინტერვიუ ცნობილ გერმანელ ექსპერტთან და დიპლომატთან ვოლფგანგ იშინგერთან, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელთან, რომელშიც იგი ეხება გერმანია-რუსეთის ურთიერთობებს, რუსეთის დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ, გერმანიის სამომავლო პოლიტიკას ჩინეთთან და სხვა საკითხებს. საინტერესოა, რომ ინტერვიუში გერმანელი ექსპერტი საქართველოსა და უკრაინას ნატოსთან მიმართებით ფინეთის მაგალითს სთავაზობს.

06/12/2021

12:50

„კოსმოსური „კამიკაძე“ - NASA-ს სპეციალური მისია ასტეროიდის ორბიტის შეცვლის მიზნით“

„დღეს, 24 ნოემბერს, ჩვენი პლანეტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - კალიფორნიის სამხედრო კოსმოდრომიდან „ფალკონ-9“ რაკეტით კოსმოსში უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს - „DART“-ის სახელწოდებით, რომელიც ისტორიაში პირველ კოსმოსურ „კამიკაძეს“ წარმოადგენს“, - ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის (BBC Russian) მიერ გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით „კოსმოსური „კამიკაძე“: NASA-ს სპეციალური მისია ასტეროიდის ორბიტის შეცვლის მიზნით“.

24/11/2021

14:41

„სოხუმის აეროპორტს „Су“-ებს გადასცემენ - რუსეთი აფხაზეთთან ავიამიმოსვლას ტურიზმისა და სამხედრო ავიაციის ინტერესებისათვის აღადგენს“

„რუსი სამხედრო მოსამსახურეები, სოხუმის „საერთაშორისო“ აეროპორტის განნაღმვის მიზნით, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან აფხაზეთში ჩავიდნენ. სამუშაოებს ასრულებს რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის ინჟინერ-მესანგრეთა ქვედანაყოფი, რომლის მექანიზებულმა კოლონამ თითქმის ათასი კილომეტრი გაიარა ხანკალიდან გუდაუთამდე“, - ნათქვამია რუსული გამოცემის „სვობოდნაია პრესის“ (Свободная пресса) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „სოხუმის აეროპორტს „Су“-ებს გადასცემენ: რუსეთი აფხაზეთთან ავიამიმოსვლას თავისი ტურისტებისა და სამხედრო ავიაციის ინტერესებისათვის აღადგენს“ (ავტორი - სერგეი ბატიშევი).

24/11/2021

14:37

ავტორიზაცია
დაგავიწყდა?
ან
არ ხარ მომხმარებელი?
დარეგისტრირდი
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%