03/12/2021
14:37
პოლიტიკა
გთავაზობთ ზოგიერთი პუბლიკაციის მოკლე მიმოხილვას:
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ის რუსული სამსახური (BBC Russian) აქვყნებს ვრცელ სტატიას სათაურით „პიჯაკები, ბოტოქსი, ტაილანდი. მიხეილ სააკაშვილი პასუხობს ბრალდებას სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის თაობაზე“ (ავტორი - ნინა ახმეტელი).
პუბლიკაცია რამდენიმე ნაწილისაგან შედგება ქვესათაურებით - „სამარცხვინო ბრალდებებეი?!“, „ბოტოქსი ნერვების სამკურნალოდ“, „ტაილანდი. 19 ათასი დოლარი გეოპოლიტისათვის“.
„მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის ამაყობდა საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წრმატებებით, მაგრამ 2014 წელს, უკვე მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის გასვლის შემდეგ, პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტისახელმწიფო სახსრების უკანონოდ ხარჯვა-გაფლანგვაში დაადანაშაულა“, - ნათქვამია ვრცელ სტატიაში, რომელშიც ავტორის მიერ საკმაოდ დეტალურადაა გადმოცემული საქართველოს ყოფილი მეთაურის, ამჟამად კი ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე. „მიხეილ სააკაშვილის გრძელი გამოსვლა პროკურორების უკმაყოფილებას იწვევდა. ისისნი რამდენჯემე შეეცადნენ მისთვის ხელისშეშლას ლაპარაკის შეწყვეტის მიზნით, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტი მათ არ პასუხობდა და თავისას აგრძელებდა - ბრალმდებელთა აღშფოთება თითქოს არ ესმოდა“, - წერს ავტორი.
„მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ბრალდებაა მისი ტაილანდში ვიზიტი, სადაც მას თურმე ორი დღე-ღამის განმავლობაში 19 ათასი დოლარი დაუხარჯავს. რამ გამოიწვია პრეზიდენტის ტაილანდში წასვლა? პროკურორებმა ამ ვიზიტს გამართლება ვერ მოუნახეს, თვითონ მიხეილ სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ პირველად საუბრობს ღიად ამ საკითხზე. მისი განმარტებით, ტაილანდში (რომელიც მსოფლიოში ცნობილია ტურიზმის მაღალი დონით) ვიზიტი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საკითხმა გამოიწვია: აუცილებელი იყო აზია - წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოების პრემიერ-მინისტრების რაიმეთი ძვირფასი ნივთით დასაჩუქრება, ან ფულის გადახდა იმ მიზნით, რომ მათ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის“ აღიარება არ მოეხდინათ“.
პუბლიკაციაში ავტორის მიერ საუბარია ორივე მხარის - ბრალდებისა და დაცვის პოზიციებზე: როგორც პროკურორები თვლიან, ამ გამოსვლით მიხეილ სააკაშვილმა თავისი დანაშაული აღიარა. ადვოკატების აზრით კი, ყოფილმა პრეზიდენტმა დაამტკიცა, რომ ყველა ხარჯი ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და ქვეყნის პოლიტიკის განხორციელებას ემსახურებოდა (წყარო: https://www.bbc.com/russian/news-59509834).
გერმანული სამაუწყებლო კომპანიის „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) მიერ გამოქვეყნდა სტატია სათაურით „მიხეილ სააკაშვილის სიტყვა სასამართლოში: „კორუფციაში ჩემი დადანაშაულება შეურაცხყოფაა!“.
პუბლიკაციის დასაწყისში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტყოფილის მომხრეებმა სასამართლოს შენობის ახლოს დიდი ეკრანი დაამონტაჟეს და სხდომის პირდაპირ რეპორტაჟს უყურებდნენ. შემდეგ განმარტებულია „პიჯაკების სქმის“ არსი, რომელიც მოიცავს ბრალდებებს 2009-2012 წლებში პრეზიდენტის მიერ გაფლანგული თანხების თაობაზე. სტატიის ქვესათაურები მოწმობს, თუ რა საკითხებს ეთმობა ყურადღება:
„შეხლა-შემოხლა ადვოკატებსა და პროკურორებს შორის“
ადვოკატებმა პროკურორების საქმისადმი ჩამოშორება მოითხოვეს, „პოლიტიკური განცხადებების“ გაკეთების გამო. თავის მხრივ, პროკურორებმა ადვოკატების ნათქვამი უარყვეს. მოსამართლემ ადვოკატების სურვილი არ დააკმაყოფილა;
„რატომ არ ასამართლებთ სანდრას?“
ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ თანხების ნაწილი, რომელთა უკანონო ხარჯვას პროკურატურა მას ედავება, მისმა აწ ყოფილმა ცოლმა სანდრა რულოვსმაც დახარჯა და საქართველოში სამედიცინო აპარატურა შემოიტანა. „იქნებ სანდრაც კორუფციონერია?“- დასვა კითხვა პრეზიდენტმა.
„რაში ადანაშაულებენ მიხეილ სააკაშვილს“
სტატიის ამ ნაწილში ჩამოთვლილია პროკურატურის ბრალდებები ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ, აგრეთვე ფრაგმენტები მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან, რომლებშიც მოცემულია მისი თვალსაზრისი სამართალდამცველი და უსაფრთხოების სტრუქტურების რეფორმირების თაობაზე: პროკურატურა და სასამართლო უნდა შეიცვალოს, ხოლო უშიშროების სახელმწიფო სამსახური უნდა გაუქმდეს. ციტატა მისი გამოსვლიდან: „ჩემი სასამართლო ფარსი და ქვეყნის სირცხვილია“ (წყარო: https://p.dw.com/p/43lDE).
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022