04/05/2022
12:06
ანალიტიკა
თანამედროვე მასობრივ კულტურაში ზომბების ფენომენი, ყველაზე მუშა მითოლოოგიის ნიმუშია. 2000-იანი წლებიდან დღემდე, არაერთი სამეცნიერო და მხატვრულ-პოპულარული ნაშრომი გამოიცა ზომბების შესახებ, რომ არაფერი ვთქვათ ფილმებსა და სერიალებზე.
რა არის ამის მიზეზი? ზედაპირულად შეიძლება ითქვას, რომ ზომბები გამოხატავენ თანამედროვე მომხარებელს, მაგრამ ჩვენ თუ დავაკვირდებით როდის გახდა ზომბების თემატიკა პოპულარული, ანუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მივხდებით, რომ საქმე გვაქვს პარადიგმულ ცვლილებებთან, როდესაც მოდერნის პარადიგმა სრულდება და იწყება პოსტმოდერნიზმი.
პოსტმოდერნიზმი ყველაზე ახლოსაა ზომბის სიმბოლოსთან, რადგან პოსდმოერნიზმი არის „არსზე“ უარის თქმა, ე.წ „გახდომის“ პროცესის სასარგებლოდ. ადრე მიიჩნეოდა, რომ ადმიანის „არსი“ წინასწარ იყო განსაზღრული, პოსტმოდერნიმზმა კი დაიწყო ადამიანის არსის გადახედვა, რის შედეგადაც წარმოიშვა ანტიჰუმანიზმი და ტრანსჰუმანიზმი.
ზოგადად, ზომბი თემატიკას აქვს რაღაც საერთო, მაგალითად ცნობილ ფილმში „ბოროტების სავანეში“ (Resident Evil), ნაჩვენებია, რომ ზომბი აპოკალიფსი დაიწყო კორპორაციამ, საკუთარ სამეცნიერო ლაბორატორიაში, რომელიც მიწისქვეშაა. სამი ალეგორია: კაპიტალიზმის სიმბოლო - ყოვლისშემძლე კორპორაცია, თანამედროვე ლიბერალური განათლების და სამეცნიერო ინსტიტუტების სიმბოლო - მიწისქვეშა ლაბორატორია, რომელიც სოციალურ ინჟინერითაა დაკავებული, რომელიც ადამიანს და საზოგადოებას კი არ ემსახურება, არამედ აქვს თავისი ბნელი მიზნები მიწისქვეშ და ამ ექსპერიმენტების შედეგი - ვირუსები და მონსტრები.
ზომბი აპოკალიფსი იწყება ვირუსის გავრცელების შედეგად. ვირუსი არის იდეების სიმბოლო. იდეა, რომელიც ადამიანის გონებაში შედის, ცვლის მის ცნობიერაბას და თვითცნობიერებას. ადამიანის შეპყრობით, იდეა აიძულებს ადამიანს მის გავრცელებაში მიიღოს მონაწილეობა. პირველად, ვირუსი, როგორც იდეების სიმბოლო გამოიყენა დოსტოევსკიმ „დანაშაულში და სასჯელში“, რასკოლნიკოვის სიზმარში: „გაჩნდნენ რაღაც ახალი მიკროსკოპული, თვალით უხილავი ტრიხინები, რომლებიც ადამიანის სხეულს ესეოდნენ. მაგრამ ეს უჩინარი არსებანი სულიერები იყვნენ ვითომ: გონებაც ჰქონდათ, ნებაც. ვისაც კი შეესეოდნენ ტანში, მაშინვე ჭკუიდან შლიდნენ. მაგრამ არასოდეს ხალხს ისეთი გონიერი და შეუცდომელი არ ეგონა თავი, როგორც ამ ჭირიანებს. არასოდეს თავისი განაჩენის, სამეცნიერო დასკვნებისა და ზნეობრივი რწმენის ასე მტკიცედ შემგნები არ ყოფილა კაცობრიობა. ჭირი ედებოდა მთელ სოფლებს, ქალაქებს, ხალხს და ჭკუიდან შლიდა ყველას. ყველანი შეშფოთებულები იყვნენ, ერთიმეორისა აღარავის ესმოდა რა.“
ვირუსი, რომელიც ადამიანს აქცევს ზომბად, არის პოსტმოდერნის იდეის კომპლექსი, რომელიც თვითონ ცდილობს ადამიანის არსის დანგრევას და ართმევს ადამიანს აზროვნებას და სულს. პოსტმოდერნიზმი საუბრობს რელიგიის არქაულობაზე, სულის არარსებობაზე იმ დროს, როდესაც თვითონ არის შინაარსით რელიგიური. ის გვეუბნება ჩვენ,, რომ სული არ არსებობს და ებრძვის სულის გამოვლინების ყველა ნიშანს, სული კი პირველ რიგში, არის ერთობის ნიშანი, რომელიც აერთიანებს დაქუცმაცებულს. მკვდარი სხეული სწორედ იმიტომ იხრწნება, რომ მას გამაერთიანებელი პრინციპი (სული) აღარ აქვს. თუკი მოდერნულობაში არსებობდა ინდივიდი, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს გაუყოფელს, პოსტდმოერნიზმში არსებობს დივიდი- ანუ გაყოფილი.
დივიდი ეს არის პოსტმოდერნიზმის ახალი ადამიანი, რომელსაც ბევრი „პიროვნება“ აქვს შექმნილი ვირტუალურ სივრცეში, მას შეიძლება უამრავი ექსპერიმენტი ჩაატაროს, იყოს ერთდროულად თინეიჯერიც და ასაკოვანი ადამიანი, იყოს ქალიც და კაციც, თვითონ გამოიგონოს და აირჩიოს გენდერი. ეს ყველაფერი მას აახლოებს ზომბის სიმბოლოსთან, რადგან ზომბს, როგორც პოსტმოდერულ ადამიანს, არ გააჩნია „პიროვნება“, ანუ მას არ გააჩნია ზრდასრულობა, ჩამოყალიბებული ერთიანი ცნობიერება. ამიტომ არის, რომ პოსტმოდერნიზმში ადამიანი შეიძლება იყოს 70 წლის, მაგრამ არ იყოს ზრდასრული, ზრდასრულობა პოსტმოდერნიზმში არ არსებობს.
ზომბებს აღარ შეუძლიათ იდეის ირგვლივ გაერთიანება. იდეა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და არის საზოგადოების სული, პოსტმოდერნულ ადამიანს აღარ აქვს. ზომბების ერთიანობა ინსტინქტურია და შემთხვევითი, ისინი სოლიდარულები არ არიან, ისინი ინსტინქტებით იმართებიან და ამ ინსტინქტებით ქმნიან მასას, რომელიც უკვე ერთად კი არის, მაგრამ ერთმანეთთან გონებრივი კავშირის დამაყარება აღარ შეუძლიათ.
პოსტადამიანის კოლექტიური კავშირები შემთხვევითია, ყველა პოსტმოდერნული კოლექტივი სწრაფად იშლება და სწრაფად იქმნება, ამიტომ გუშინდელი მტრები, დღეს მოკავშირეები არიან, ხოლო დღევანდელი მოკავშირეები, ხვალინდელი მტრები იქნებიან - ეს ეხება პოლიტიკასაც, მათ შორის იმას რაც საქართველოში ხდება. საქართველო ამ მხრივ გამორჩეული არ არის, ის მთლიანად ჯდება პოსტმოდერნულ კონცეფციაში, სადაც ერთ დღეს შეიძლება სააკაშვილზე ილაპარაკო რომ ჯალალ ად-დინია, ხოლ მეორე დღეს თქვა, რომ დასავლეთის ლომია - ეს ჩვეულებრივი მოვლენაა პოსტმოდერნიზმისთვის და განსხვავდება ადრე არსებულ კომფორმიზმსგან, რადგან ადრე არსებულ კომფორმიზმს ლოგიკა ჰქონდა, დღევანდელს კი ის, არ გააჩნია.
ზომბი არის არსება, რომელსაც არ აქვს თავისუფალი ნება და მორალი. ფილმებიდან ჩანს, რომ ზომბები გარე ფაქტორების იმპულსებით იმართებიან, როგორც პოსტმოდერნული ადამიანი, რომელიც ყველაზე მოწყვლადი აღმოჩნდა „პროგრესიზმის“ იდეოლოგიური პროპაგანდისგან. ისინი მუდამ პროცესში არიან და იცვლებიან ისე, როგორც იცვლება პოსტმოდერნული ტრენდები. ის, რაც 5 წლის წინ წარმოუდენელი იყო, დღეს სავსებით დასაშვებია. შესაბამისად, ჩვენ საქმე გვაქვს არა შინაგანი თავისუფალი ნების გამოვლინებებთან, არამედ გარე ფაქტორებიდან მომდინარე ცვლილებებთან.
ზომბებს, ასევე არ აქვთ მორალური შეზღუდვა, რაც ადამიანის ხორცის ჭამით გამოიხატება. თანამედროვე პოსტმოდერნულ ადამიანს არ ესმის რატომ უნდა შეიზღუდოს მორალით თავი, თუკი ეს მის თავისუფლებას ეხება. ჩვენ ვხედავთ ისეთ ლოზუნგებს, როგორიცაა: „ჩემი სხეული ჩემი საკუთრებაა“ და ა.შ.
კანიბალიზმი სიმბოლურად გამოხატავს პოსტადამიანის სურვილს მოკლა ის, ვინც ჯერ კიდევ არ არის მკვდარი, ანუ ის ვინც დარჩა ადამიანად. ამიტომ, ზომბის მითოლოგია თან დაჰყვება პოსტმოდერნიზმს. როდესაც პოსტმოდერნისტული ახალი ადამიანი იხედება სარკეში, ისე ხედავს ზომბს და ამის დამალვა მას დიდი ხანია, აღარ შეუძლია.
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022