04/04/2022
15:50
ანალიტიკა
ზუსტად 30 წლის წინ, 1992 წელს გამოვიდა ფრენსის ფუკუიამას ცნობილი ნაშრომი „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“. შეგახსენებთ, ეს წიგნი დაიწერა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ყველამ მიიჩნია რომ დასავლურლ ლიბერალურ-დემოკრატიულ წესრიგს გლობალური ალტერნატივა აღარ ჰყავს. ფუკუამამ „ისტორიის დასასრულში“ იგულისხმა, რომ ალტერნატიული გლობალური პოლიტიკური წესრიგი ლიბერალური-დემოკრატიის გარდა აღარ იარსებებდა და შესაბამისად იდეოლოგიური დაპირისპირებებიც აღარ იქნებოდა, ხოლო ლიბერალიზმი დაიწყებდა ტრიუმფალურ სვლას. პარლელურად 1981 წლიდან დაწყებული ნეოლიბერალიზმის აღზევებამ დასავლეთში, რომელოიც მალევე გლობალურ ტრენდად იქცა. მიიჩნეოდა რომ თავისუფალ ბაზარს, ადამიანთა უფლებების და დემოკრატიის ლიბერალურ გაგებას კონკურენტი ვეღარ გამოუჩნდებოდა. ამ იდეებით იყო მონუხული მთელი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საზოგადოება. მას შემდეგ რაც 1991 წელს დაინგრა საბჭოთა კავშირი, მის ყოფილ რესპუბლიკებში, თითქმის ყველგან გატარდა ერთნაირი რეფორმები, როგორებიც იყო პრივატიზაცია, ეკონომიკური რესტრუქტურიზაცია და ა.შ. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დიდი იმედით უყურებდნენ, რომ ლიბერალური რეფორმები მათ ცხოვრებას საგრძნობლად გააუმჯობესებდა, ამიტომ ისინი ხშირად დასავლელ ექსპერტებს იწვევდნენ და მათი რჩევებით ახორციელებდნენ რეფორმებს. რუსეთში მალევე გამოიწვია ამ რეფორმებმა საზოგადოების უკმაყოფილება, პრივატიზაციას უწოდეს „პრიხვატიზაცია“ (მიტაცება), ხოლო დემოკრატიას - „ძერმოკრატია“. ლიბერალურმა რეფორმებმა გააქრეს ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 10 000-მდე ქარხანა, მილიონობით ადამიანი იქცა უმუშევრად და იძულებული იყო ემიგრაციაში წასულიყო, ამას ემატებოდა საზოგადოების არნახული კრიმინალიზაცია. ლიბერალმა იდეოლოგებმა და ექსპერტებმა, იმისთვის რომ აეხსნათ ლიბერალური პროექტის წარუმატებლობა ამ რეგიონში, დაიწყეს გადაბრალებები სხვა ფაქტორებზე/ მათ ძირითადად ორი მიმართულებით აიღეს გეზი: 1) ყველაფერი საბჭოთა წარსულის ბრალია და 2) ყველაფერი ადგილობრივი კულტურული ტრადიციების ბრალია, რომელიც ლიბერალიზმთან არ მოდის თანხვედრაში, ამიტომ ძირითად მტრად გამოაცხადეს ადგილობრივი დომინანტური რელგიები (ჩვენ შემთხვევაში მართლმადიდებლობა). დაიწყო საბჭოთა კავშირის გააზრების და მონინიების პროექტი, რომელიც გვეუბნებოდა რომ თურმე სტალინი და ჰიტლერი ერთნაირი დამნაშავე ყოფილან, რომ ჩვენ, როგორც გერმანელებმა ისე უნდა მოვინანიოთ საბჭოთა წარსული და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ განვთავისუფლდეთ მისგან. ბუნებრივია ეს მიდგომა არ ითვალისწინებდა ისტორიულ და იდეოლოგიურ განსხვავებას და წინააღმდეგობაში მოდიოდა ფაქტებთან თუ ცოცხალ მეხსიერებასთან. ასევე დაიწყო მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც გვეუბნებოდა რომ მართლმადიდებლობა ყოფილა არათავისუფლების, მონების რელიგია, რომ ჩვენ უნდა საზოგადოების ისეთი სეკულარიზმი მოვახდინოთ, როდესაც მართლმადიდებლობა ვეღარ შეძლებს საზოგადოების ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლი შეასრულოს. ყველაფერი ეს ხდებოდა დასავლური გრანტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, როგორც რუსეთში, ისე დანარჩენ საბჭოთა რესპუბლიკებში.
1998 წელს ფრენსის ფუკუამამ გადახედა თავის კონცეფციას და დაასკვნა, რომ ლიბერალიზმს კონკურენტი გამოუჩნდა ისლამური ფუნდამენტალიზმის სახით. 2001 წლის 11 სექტემბერს, რაც თავდასხმა მოხდა ისლამური ტერორისტების მიერ აშშ-ზე და დაიწყო ომი „ტერორიზმის წინააღმდეგ“, მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებშიც, რომელიც „ფერადი რევოლუციების“ სახელითაა შესული. 2003 წელს საქართველოში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც ე.წ „ვარდების რევოლუციის“ სახელითაა ცნობილი, იგივე განმეორდა უკრაინაში და ყირგიზეთში. ამ პროცესს აქტიურად უჭერდა მხარს მაშინდელი შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. ე.წ რევოლუციების შემდეგ, ნეოლიბერალიზმი პრაქტიკულად სახელმწიფო იდეოლოგიად იქცა. პირველი დარტყმები მიიღო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბებულმა აკადემიურმა და კულტურულმა ელიტებმა. მის ნაცვლად ჩამოყალიბდა ახალი ლიბერალური ელიტები. ამერიკის სამხედრო კამპანია როგორც ერაყში, ისე ავღანეთში წარმატებულად დაიწყო. სურათი იქმნებოდა, რომ ლიბერალიზმს, როგორც იდეოლოგიურად, პოლიტიკურად და ასევე სამხედრო თვალსაზრისითი უბრალოდ არ ჰყავდა კონკურენტი, მაგრამ ყველაფერი იცვლება 2008 წელს, როდესაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მოხდა და საქართველო-რუსეთის ომმა აჩვენა, რომ ლიბერალური სახელმწიფოზე იერიშის მიტანა შესაძლებელი ყოფილა. ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ბევრი ალაპარაკადა, კაპიტალიზმის კრიზისზე. ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვავდი წიგნი გახდა კარლ მარქსის „კაპიტალი“. მემარცხენე ინტელექტუალებმა ჩრდილიდან კვლავ ამოყვეს თავი და იქცნენ მეინსტრიმულებად, ხოლო ლიბერალური ინტელექტუალები, რომლებიც იმეორებდნენ 1990-იანი წლების „ლიბერალურ ჭეშმარიტებებს“ არაქტულურები გახდნენ. უკვე 2010-იან წლებში ტრადიციულ ლიბერალურ დემოკრატიასაც პრობლემები შეექმნა, როგორც ისინი უწოდებდენ „პოპულისტების“ სახით. დონალდ ტრამპის, ლე პენის, ორბანის, სალვინის და სხვების აღზევებამ აჩვენა, რომ ლიბერალური წესრიგი არ არის მუდმივი. ამას თან ემატება აშკარა და აგრესიული ლიბერალური ცენზურა სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს აკადემიური, კულტურული, შემოქმედებითი, პოლიტიკური და ეკონომიკური სფერო. დასავლეთში გაჩნდა მნიშვნელოვანი მოძრაობები, როგორებიცაა „Black lives matter”, “Cancel Culture” და ა.შ რომლებიც დასავლურ ცივილიზაციის ფუნდამენტს, მის ისტორიულ მემკვიდრეობას ანადგურებდნენ. როგორც თავის დროზე ოსვლად შპენგლერი ამბობდა თავის „ევროპის დაისში“, გაჩნდა შიდა ბარბაროსი, რომელსაც აღარ ესმის საკუთარი კულტურუის მნიშვნელობა. ამას ემატება სოციალური ქსელების აბსოლუტირი იდეოლგოიზირება და იდეოლოგიური ცენზურა. თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღმოჩნდა სოციალურ ქსელების მიერ ცენზურის მსხვერპლი. ლიბერალურმა რევანშმა, გარკვეულწილად გაამართლა კიდეც, აშშ-ში პრეზიდენტი გახდა ჯო ბაიდენი, თუმცა ბაიდენის დროს დაიწყო გარდამტეხი მოვლენები: თალიბების დაბრუნება ავანეთში, რაც ამერიკული ჰეგემონიის მნიშვნელოვანი ბზარი იყო და რუსეთ-უკრაინის ომი.
რუსეთ-უკრაინის ომმა, გამოავლინა მთელი რიგი პრობლემები დასავლური ლიბერალური საზოგადოებაში. დასავლეთი არ აღმოჩნდა მზად ამგვარ მოვლენებისადმი. ევროპა რომელიც დამოკიდებულია რუსულ ენერგორესურსებზე, ვერ ამბობს უარს მათზე, იმის მიუხედავად რომ მთელ რიგ სერიოზულ ეკონომიკურ სანქციებზე წავიდა. სხვა არადასავლური ქვეყნების რეაქციამ გამოავლინა, რომ მსოფლიოში რაღაც შეიცვალა. ჩინეთი, ინდოეთი, აზიის დიდი სახელმწიფოები, ლათინო ამერიკის სახელმწიფოები არ უერთდებიან სანქციებს. ჩინეთი, რომელმაც სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება დადო რუსეთთან, ვითარდება აბსოლუტურად განსხვავებულად ვიდრე დასავლეთი. 2008 წლის ეკონომიკური კრიზისისგან ის მოგებული აღმოჩნდა, კორონა ვირუსის პანდემიის დროს იმ იშვიათ ქვეყნების რიგში აღმოჩნდა, რომლმაც ეკონომიკური სარგებელი ნახა და უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში ის ასევე სარგებელს ნახულობს. ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკაა, რომლის ვალიც თავად აშშ-ის აქვს და რომელიც გვიჩვენებს ნეოლიბერალური ეკონომიკის და პოლიტიკის ალტერნატიულ სისტემას, რომელიც მასზე ეფექტრი და წარმატებულია აღმოჩნდა. ჩინეთი ქმნის საკუთარ ინტერნეტს და ის გლობალურ „ქსელისგან“ დამოუკიდებელი იქნება. სხვათაშორის ლიბერალური ჰეგემონიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო გლობალური ინტერნეტ „ქსელია“. რამოდენიმე წლის წინ ჩინეთმა დაიწყო საკუთარი ინტერნეტის შექმნა, ხოლო რუსეთმა განაცხადა, რომ ის ასევე აპირებს მის ინტერნეტის შექმნას, შესაბამისად მომავალში ჩვენ გვექნება არა გლობალური ინტერნეტ ქსელი, არამედ ცივილიზაციური „ინტერნეტ ქსელი“, რაც გამორიცხავს ლიბერალურ გლობალურ კონტროლს და ცენზურას. ინდოეთსაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა აქვს, რომელიც თანამშრომლობს რუსეთთან და აპირებს მისგან ენერგორესურსების ყიდვას. როგორც ჩანს ინდოეთიც იმ გზით წავა, რა გზითაც ჩინეთი მიდის, კერძოდ კი ცივილიზაციური განვითარების გზით.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა მოითხოვა გაზის გაეყიდათ რუბლებში. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, ჩინეთმაც გამოიყენა და განაცხადა რომ, მთელ რიგ პროდუქციის ყიდვას აპირებს მის ვალუტაში „იუანში“. ეს პირველი მცდელობაა, რომ მსფოლიო დაიყოს სავალუტო ზონებად. აშშ-ის ჰეგემონისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დოლარის საერთაშორისო გავლენა იყო. თუ კი სავალუტო ზონებად დაიყოფა სამყარო, რეალურად გაფორმდება მულტიპოლარული სამყარო, რომლის საფუძველიც იქნება ცივილიზაციური განსხვავებები.
თავად დასავლეთში, ჯერ კიდევ სირიის კონფლიქტისა და საიმიგაციო კრიზისის შემდეგ, გაჩნდა პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც წარმოშვა მძლავრი „პოპულისტური“ რეაქცია. რუსეთ-უკრაინის კრიზისი, სერიოზულ პრობლემებს უქმნის ევროპას, ახალი საიმიგრაციო ტალღა უკრაინიდან, გაძვირებული ფასები ენერგორესურსებზე, ევროპელ მომხარებელს არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში აგდებს. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ევროპას ახალი კრიზისი ელის და რომ ეს მემარჯვენე ძალებს მისცემს ახალ აღმავლობის საშუალებას. თავად აშშ-ში ჯო ბაიდენის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა ჩამოსული, ნათელია რომ ლიბერალური რევანში ვერ შედგა. 30 წლის შემდეგ ჩვენ ვღებულობთ არა ლიბერალიზმის უალტერნატიობას, არამედ უკვე ფიქრს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სამყარო და თავად დასავლეთი ლიბერალიზმის შემდეგ. ბევრი სახელით შეიძლება აღიწეროს ის მოვლენები რაც დღეს ხდება, მაგრამ ერთი რამ ცხადია ისტორია გრძელდება...
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022