28/12/2021
17:32
მსოფლიო
„მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არავინ იცის, რატომ მოუყარა თავი ვლადიმერ პუტინმა რუსეთს ჯარებს უკრაინის საზღვართან, მან ერთ მიზანს უკვე მიაღწია: მომავალ წელს რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკება მისი მოთხოვნების განხილვისთვის გაიმართება. შეიძლება ითქვას, რომ დღესაც ძველი დროის მსგავსად ხდება, როცა საბჭოთა კავშირი არსებობდა.
ვლადიმერ პუტინი უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ითხოვს, რომელიც ნატოს გაფართოების შეჩერებაში გამოიხატება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის სურვილით, დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ერთმევათ უფლება თავიანთი გადაწყვეტილებით რომელიმე ბლოკში თუ ალიანსში გაერთიანდნენ. როგორც ჩანს, ნატოს ბლოკის წევრად უკრაინის მიღება ვლადიმერ პუტინისათვის აბსოლუტური კოშმარი იქნება - არა იმის გამო, რომ ის ამაში რუსეთის უსაფრთხოებისადმი რაიმე მუქარას ხედავს, არამედ იმიტომ, რომ ნატოში უკრაინის მიღება
„ჯვარს უსვამს“ მის დიდმპყრობელურ პრეტენზიებს ხელისუფლებაზე.
ვლადიმერ პუტინს დღემდე ვერ გამოუტირებია საბჭოთა კავშირის დაშლა და ისევ მასზე დარდობს. რააკვირველია, მას სერიოზულად არ სჯერა იმისა, რომ სამხედრო მუქარებით და სხვა მადესტაბილიზებელი მეთოდებით შეიძლება დრო უკან დააბრუნო და იმ ეპოქაში აღმოჩნდე, როცა მოსკოვი მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოს ცენტრს წარმოადგენდა. მაგრამ მას სურს, რომ მიაღწიოს საბჭოთა კავშირის ფსევდორეალიზებას იმ თვალსაზრისით, რომ კრემლმა თვითონ განსაზღვროს - რა შეიძლება და რა არ შეიძლება მოხდეს რუსული გავლენის სფეროში. იგი იმისთვის მიისწრაფვის, რომ ევროპა დაიბრუნოს, თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ რუსეთის გავლენის სფეროს სახით.
აქედან გამომდინარე, ისინი, ვინც ვლადიმერ პუტინთან და მის ემისრებთან დაიწყებენ მოლაპარაკებას, მის ხელქვეითებად არ უნდა გადაიქცნენ და არ უნდა დაეხმარონ მას გეოპოლიტიკური რევიზიონიზმის განხორციელებაში.
წყარო: https://www.faz.net/aktuell/politik/ausland/krise-in-osteuropa-putins-trauer-um-untergegangene-sowjetunion-17702094.html
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022