27/12/2021
16:54
მსოფლიო
ტელეჟურნალისტი ესაუბრება 30 წლის ირაკლი რუსაძეს, დიზაინერ-მოდელიორს, იგი პარიზში მალე აჩვენებს თავის კოლექციას, რომელშიც ქართველი ხალხის იდენტურობა არის წარმოჩენილი - ძველი და ახალი ეპოქების შეთავსებით. „საბჭოთა ეპოქაში საქართველო მცირედ კონტაქტობდა გარე სამყაროსთან და მოსახლეობა რკინის ფარდის მეშვეობით იზოლირებულად ცხოვრობდა. მე 1991 წელს დავიბადე, მაგრამ დღესაც ისევ ვხედავ ძველი ეპოქის კვალს - შენობებზე, მოხუც ადამიანებთან საუბრის დროს. მე ეს, როგორც მოდელიორს, მაინტერესებს“, - ამბობს ირაკლი რუსაძე.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი პერიოდი საქართველოსთვის ძალიან რთული გამოდგა. დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას თან ეკონომიკური კრიზისი და პოლიტიკური არასტაბილურობს სდევდა. 2003 წელს ქართველები ქუჩაში გამოვიდნენ და პროდასავლური მთავრობა შეიქმნა, მაგრამ მას შემდეგაც კავკასიურ ქვეყანას მუდმივად ხელისუფლებისათვის ბრძოლა აზანზარებს.
თბილისის ერთ-ერთ რაიონში - დიდ დიღომში თითქოს დრო გაჩერდა, აქ ჯერ კიდევ იგრძნობა საბჭოური თბილისის სუნთქვა. მოხუცები ნოსტალგიით იხსენებენ ძველ კეთილ საბჭოთა ეპოქას, როცა უმუშევრობა არ არსებობდა და საავადმყოფოებში მოსახლეობას უფასოდ მკურნალობდნენ. „თუმცა, ჩემი აზრით, იმ დროში პროგრესული იდეების რეალიზების შანსი ძალიან მცირე იყო. ადამიანებს თავისუფლება შეზღუდული ჰქონდათ. დღეს ჩვენს თაობას აქვს შესაძლებლობა, რომ ჩამორჩენა დავძლიოთ. იმედი მაქვს, რომ ჩემი ქვეყანა ევროპის ღირსეული ნაწილი გახდება“, - ამბობს ქართველი დიზაინერი.
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022