13/12/2021
14:40
საზოგადოება
„ექსკლუზიურ ინტერვიუში ნუნუ მიცკევიჩმა, რომელიც დოჰაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ყატარის ოფიციალურ პირებთან გამართული შეხვედრები ძალიან პროდუქტიული და შედეგიანი აღმოჩნდა, ორივე სახელმწიფო ისწრაფვის თანამშრომლობისაკენ ცოდნის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში.
მინისტრის თქმით, ვიზიტის მთავარი შედეგია ის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა ყატარსა და საქართველოს შორის: დოკუმენტი ითვალისწინებს სახელმწიფო დონეზე ურთიერთობას განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებს შორის, გამოცდილების გაზიარებას, პარტნიორობის გაფართოებას სამეცნიერო კვლევებში და ტექნოლოგიებში.
ნუნუ მიცკევიჩმა დოჰაში ყოფნისას მონაწილეობა მიიღო 7-9 დეკემბერს გამართულ გლობალურ სამიტში WISE 2021, შეხვდა ყატარის განათლების მინისტრს ბუტაინ ალი ალ ჯაბრ ალ ნუამის, მინისტრის მოადგილეს იბრაჰიმ ბინ სალეჰ ალ ნუამის და სხვა ოფიციალურ პირებს.
„WISE 2021 კარგი პლატფორმაა საერთაშორისო დონის დისკუსიისათვის, რომელშიც ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა. ძალიან შედეგიანი იყო შეხვედრები ყატარელ კოლეგებთან, რომლებიც მზად არიან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებისათვის“, - თქვა ნუნუ მიცკევიჩმა ინტერვიუში.
ქართველი სტუმარი შეხვდა აგრეთვე ყატარის უნივერსიტეტის ხელმძღვანელს, დოქტორ ჰასან რაშიდ არ დერჰამს და ეწვია ყატარის 9განათლების] ფონდს, გაეცნო სასწავლო პროგრამებს და ა.შ..
დოჰაში ვიზიტის დროს ნუნუ მიცკევიჩმა ყატარის ფონდში ქართული კუთხე გახსნა, რომლის მთავარი ნაწილია ხე, სიცოცხლისა და უკვდავების სიმბოლოს სახით. მასზე ამოკვეთილია ქართული ანბანის 33 ასო, რომელიც შესრულებულია ქართველი მხატვრის რეზო ხასიას მიერ.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და ყატარის ურთიერთობაში მეგობრობის ახალი ფურცელი გადაიშლება... ჩვენ ტურიზმის გაფართოების შესაძლებლობები გვაქვს. საქართველო ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს, აბრეშუმის დიდ გზაზე. დღეისათვის უკვე სრულდება პირდაპირი ავიარეისები თბილისში, ხოლო უახლოეს ხანში დაიწყება დოჰასა და ბათუმს შორისაც, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის განვითარებას“, - ამბობს ინტერვიუში ნუნუ მიცკევიჩი.
წყარო: https://thepeninsulaqatar.com/article/12/12/2021/georgia-keen-on-collaboration-with-qatar-in-education-and-science-deputy-minister
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022