06/12/2021
12:53
მსოფლიო
„ფრანგი ალპინისტი, რომელმაც 8 წლის წინათ ალპებში, მონბლანის მთაზე, რვა წლის წინათ ზურმუხტით, საფირონითა და ლალით სავსე ყუთი იპოვა, მალე მიიღებს განძის ღირებულების ნახევარს.
ალპინისტმა, რომლის სახელი არ მჟღავნდება, ლითონის ყუთი მონბლანის მყინვარზე 2013 წელს იპოვა. რადგანაც ძვირფასეულობების პაკეტებზე გარკვევით ჩანდა წარწერა - „დამზადებულია ინდოეთში“, ამიტომაც საფრანგეთის ხელისუფლებამ ივადაუდა, რომ განძი ინდოეთის იმ თვითმფრინავის რომელიღაც მგზავრს ეკუთვნოდა, რომელიც მონბლანის მთაზე ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ დაიმსხვრა.
იღბლიანმა ალპინისტმა ისე გააკეთა, როგორც კანონმორჩილ მოქალაქეს შეშვენის: ნაპოვნი ძვირფასეულობა პოლიციას ჩააბარა და ელოდებოდა, განაცხადებდნენ თუ არა მასზე პრეტენზიას დაღუპული ინდოელი მგზავრის ნათესავები.
მაგრამ რადგანაც ნათესავები არ გამოჩნდნენ, ახლა, განძის პოვნიდან რვა წლის შემდეგ, საფრანგეთის სამონის კომუნის ხელისუფლებამ, სადაც მონბლანის მთა მდებარეობს, კანონის შესაბამისად, განძი თანაბრად შუაზე გაჰყო და ნახევარი აპლინისტს მიაკუთვნა. თითოეული ნაწილის ღირებულებაა 150 ათასი ევრო. შამონის მერმა ერიკ ფურნიემ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, კანონმორჩილი ალპინისტი კიდევ ერთხელ შეაქო.
გასულ საუკუნეში მონბლანზე ინდოეტის კუთვნილი ორი ავიალაინერი დამსხვრა - 1950 წელს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა, 1966 წელს კი - 117 მგზავრი.
საფრანგეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ძვირფასეულობა მეორე თვითმფრინავის მგზავრს მიჰქონდა, რომელიც ბომბეიდან ნიუ-იორკში მიფრინავდა.
მონბლანზე ორი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ალპინისტები დრო და დრო პოულობდნენ როგორც ტვირთის ნარჩენებს, ასევე მგზავრების ნეშტებს.
2012 წელს მთის ფერდობზე ერთ-ერთმა მთასვლელმა ინდოეთიდან გაგზავნილი დიპლომატიური ფოსტის ტომარა იპოვა, რომელშიც 1966 წლის გაზეტები, კალენდარი და წერილები აღმოჩნდა.
სხვათა შორის, 1966 წლის ავიაკატასტროფაში, სხვა მგზავრებთან ერთად, ინდოეთის ბირთვული პროგრამის „მამა“ ჰომი ჯეჰანგირ ბაბაც დაიღუპა.
წყარო: https://www.bbc.com/russian/news-59542562
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022