17/12/2021
16:38
მსოფლიო
უკრაინის ირგვლივ მიმდინარე კრიზისს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს: პირველი - რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გრძნობები და მისი პირადი პოზიცია კიევის მიმართ და მეორე - აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილება ნატოს გაფართოების მიზნით, ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების შესახებ.
ვლადიმერ პუტინს გულში წყენა აქვს ჩადებული საბჭოთა კავშირის დაშლისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის გაქრობის გამო. მისთვის განსაკუთრებით მიუღებელია, რომ ნატოს გაფართოება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხარჯზე ხდება.
აშშ-ის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო მინიშნება, რომ განზრახული ჰქონდა საქართველო და უკრაინა ნატოს წევრად მიღებულიყვნენ. იმავე წელს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მკვეთრი სიტყვით გამოვიდა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და ჯორჯ ბუშის მტრულ განზრახვაზე ილაპარაკა“, - წერს ავტორი.
„აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო - საქართველოსა და უკრაინის ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. იმ ხანებში აშშ-ის ელჩმა რუსეთში უილიამ ბერნსმა (დღეს იგი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორია) თავის უფროსს კონდოლიზა რაისს პირადად აცნობა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ძალიან ცუდი შედეგის მომტანი იქნებაო. იყვნენ სხვებიც, რომლებიც გარკვეული გაფრთხილებებით გამოდიოდნენ, მაგრამ ჯორჯ ბუში მაინც თავის პოზიციაზე დარჩა.
აშშ-ის პრეზიდენტის სურვილი და მისი მცდელობა ნატოში საქართველოსა და უკრაინის მიღების თაობაზე ძალზე დიდი შეცდომა იყო, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა - ალიანსი თავის გადაწყვეტილებას უკან აღარ წაიღებს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ნატო რუსეთთან ომს იმისთვის არ დაიწყებს, რომ თავის რიგებში უკრაინა მიიღოს“, - აღნიშნავს ავტორი.
ნატომ თავისი გაფართოებებით დაკარგა თავისი ადრინდელი იდენტურობა და ინსტიტუციური შემთანხმებლობა. შეძლებს კი ალიანსის 30 წევრი ერთად გამოვიდნენ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, თუ ის უკრაინაზე შეტევას გადაწყვეტს? ეს კითხვა ღიად რჩება.
კიევს ნატოში გაწევრიანება არ ჭირდება იმისთვის, რომ უკრაინა ევროპასთან უფრო ეკონომიკურად ინტეგრირებული გახდეს. კიევს ასევე არ ჭირდება ნატოს წევრობა იმისათვის, რუსული ავანტიურიზმის დასასჯელად დახმარება მიიღოს. უკრაინას დღეს დასავლეთი ისედაც საკმარის დახმარებას უწევს. გარდა ამისა, უკრაინას ნატოს ოთხი წევრი ესაზღვრება, რომლებიც კიევს, აუცილებლობის შემთხვევაში, ქმედით ფარულ სამხედრო დახმარებას აღმოუჩენენ“, - ნათქვამია პუბლიკაციის დასასრულს.
წყარო: https://www.forbes.com/sites/michaelkrepon/2021/12/16/the-ukraine-mess-how-we-got-here-and-how-to-deal-with-putins-threats/?sh=6bbd802239c7
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022