პუბლიკაციები
როგორც კი გერმანიამ პუტინის გაზსადენის სერტიფიკაცია დაამუხრუჭა, გაზზე ფასები კვლავ გაიზარდა - „The Daily Express“

ბრიტანული გაზეთის „დეილი ექსპრესის“ (The Daily Express) 17 ნოემბრის ნომერში, ევროპული ამბების გაშუქებისას, ყურადღება ექცევა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციასაც. როგორც ცნობილია, მილსადენი უკვე პრაქტიკულად მზადაა ექსპლოატაციისათვის, მაგრამ მის წინაშე რამდენიმე ბარიერი ჩნდება, მათ შორის სერტიფიკაციის პრობლემა. თუ როგორ გავლენას ახდენს მილსადენის ირგვლივ მიმდინარე აჟიოტაჟი ბუნებრივი გაზის ფასზე ევროპაში, საუბარია სტატიაში სათაურით „როგორც კი გერმანიამ პუტინის გაზსადენის სერტიფიკაცია დაამუხრუჭა, გაზზე ფასები კვლავ გაიზარდა“ (ავტორი - ბრაიან მაკგლინონი).

17/11/2021

14:10

„დიდი კავკასიის მყინვარების ფართობის ცვლილებები ბოლო ოცი წლის განმავლობაში: გაქრება თუ არა იალბუზისა და მყინვარწვერის თოვლიან-ყინულიანი საფარველი?“

„კავკასიონის მყინვარების ფართობი 2000 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში 23±4%-ით შემცირდა, ანუ დაახლოებით 1382 კვ.კმ-დან 1061 კვ.კმ-მდე. მყინვარების დნობის სიჩქარემ კი, თუმას 1911-1960 წლების პერიოდთან შევადარებთ, 21-ე საუკუნეში ოთხჯერ მოიმატა - ასეთ სამწუხარო დასკვნამდე მივიდნენ გლაციოლოგები, რომლებმაც კავკასიის მთავარი ქედის მყინვარების დეგრადაციის დაჩქარება პლანეტის ტემპერატურისა და მზის რადიაციის ზრდას დაუკავშირეს“, - ნათქვამია ევროკავშირის ეგიდით გერმანიაში გამომავალი ჟურნალის The Cryosphere-ს სტატიაში სათაურით „დიდი კავკასიის მყინვარების ფართობის ცვლილებები ბოლო ოცი წლის განმავლობაში“ (ავტორები - ლევან თელიძე, გენადი ნოსენკო, ფრენკ პაული).

29/10/2021

17:16

„ემიგრანტი ბელარუსები საქართველოში: „თავდაპირველად გეჩვენება, რომ დასასვენებლად მიდიხარ...“

„პირდაპირი ავიარეისი მინსკიდან, უვიზო რეჟიმი, ენობრივი ბარიერის არარსებობა, ქვეყნაში ერთი წლით ცხოვრების შესაძლებლობა რეგისტრაციის გარეშე - ბევრი ბელარუსი, რომელიც ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლებისაგან დევნას განიცდის, საქართველოში მიემგზავრება“, ნათქვამია გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) მიერ გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით „ემიგრანტი ბელარუსები საქართველოში: „თავდაპირველად გეჩვენება, რომ დასასვენებლად მიდიხარ...“. მასში რამდენიმე ადამიანის ისტორიაა გადმოცემული.

21/10/2021

15:53

„თბილისის ცა“, ფრესკის ღიმილი“, „თინათინი“ და „ავთანდილი“ – როგორ დაასაჩუქრეს საერთაშორისო კონგრესის მონაწილეები ქართული სუნამოებით

1968 წელი. თბილისში შემოდგომის თბილი დღეები დგას. 17 სექტემბერს საქართველოს დედაქალაქი ეთერზეთების სპეციალისტთა მე-4 საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს, რომელშიც 700-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს მსოფლიოს სამ ათეულამდე ქვეყნიდან, მათ შორის – აშშ-დან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან, ბრაზილიიდან… კონგრესზე ეთერზეთების წარმოებასთან დაკავშირებული საკითხებს იხილავენ, ლაპარაკობენ ეთეროვანი ზეთების შემცველი მცენარეების გავრცელების გაფართოებაზე, პარფიუმერიის როლსა და მნიშვნელობაზე…

13/09/2021

13:51

ავტორიზაცია
დაგავიწყდა?
ან
არ ხარ მომხმარებელი?
დარეგისტრირდი
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%