19/10/2021
13:43
მსოფლიო
სოციოლოგების თქმით, გასულ წელს პანდემიის დაწყებიდან რუსული საზოგადოება, უკვე განმსჭვალული იყო ქვეყნის ხელისუფლებისადმი უნდობლობით. სწორედ ესაა ის მთავარი მიზეზი, რომლის გამოც მთლიანად მხოლოდ მოსახლეობის ერთი მესამედი არის აცრილი. და ეს იმ დროს, როცა აცრა თავისუფლად და უფასოდ შეიძლება რუსეთის მთელ ტერიტორიაზე.
„მოსახლეობაში აპათია და უნდობლობაა გაბატონებული. მცხოვრებთა დაახლოებით 40% მთავრობას არ ენდობა. ეს ადამიანები ვაქცინაციაზე უარს აცხადებენ“, - ამბობს „ლევადა-ცენტრის“ დირექტორი დენის ვოლკოვი, დამოუკიდებელი გამოკითხვის საფუძველზე. „აგვისტოში ჩატარებულმა ერთ-ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსეთის მოსახლეობის 52%-ს აცრა არ სურს. ანუ საკითხი ეხება მთავრობისა და პრეზიდენტისადმი ნდობას“.
რუსეთის ხელისუფლება თავიდანვე გულგრილად მიუდგა პანდემიას, რამაც მოსახლეობაში ვირუსის მიმართ დაუდევარი დამოკიდებულება გამოიწვია. თავიდანვე არ ითქვა მტკიცედ, რომ „კოვიდ-19“-ს ადამიანის მოკვლა შეუძლია. ახლა ეს იმპულსი დაკარგულია და ადამიანის ცნობიერებაში მისი ხელოვნურად ჩანერგვა უკვე ძალიან ძნელია“, - განმარტავს დენის ვოლკოვი.
ნეგატიური როლი შეასრულა იმ ფაქტმაც, რომ ვლადიმერ პუტინი, სხვა გავლენიან პოლიტიკოსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, რუსული ვაქცინით „სპუტნიკ-V“-ით „დახურულ კარს მიღმა“ აიცრა მარტის თვეში, ინფორმაცია კი მხოლოდ ივნისში გავრცელდა. თანაც ეს მოხდა საკმაოდ გვიან, მიმდინარე წელს. არადა, ვაქცინა „სპუტნიკ-V“ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის აგვისტოში მოიწონა აცრისათვის.
როგორც სოციოლოგი ალექსანდრა არქიპოვა ამბობს, მისი აზრით, დაბალი ვაქცინაციის კიდევ ერთი მიზეზია სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის დაქვეითება სამი ათეული წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ: „რუსები უკვე აღარ არიან კოლექტიური ხალხი, ისინი დღეს საკმაოდ ინდივიდუალისტები გახდნენ და „საზოგადოებრივი სიკეთის“ კონცეფცია მათთვის ძნელი გასაგებია“.
გარდა ამისა, რუსები სკეპტიკურად უყურებენ თვით ვაქცინას - „სპუტნიკ-V“-ს. მისი შექმნა საეჭვოდ სწრაფად დაიწყო, მალე დასრულდა და საეჭვოდ სწრაფად იქნა მოწონებული. „სპუტნიკ-V“ დღემდე არაა მოწონებული არც ევროკავშირის, არც აშშ-ისა და არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. „შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებს „სპუტნიკ-V“-ისა ეშინიათ“, - ამბობს არქიპოვა.
არადა, დასავლური ვაქცინები - ისეთები, როგორიცაა Pfizer-BioNTech და Moderna, რუსებისათვის მიუწვდომელია...
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022