17/11/2021
13:51
პოლიტიკა
- დიმიტრი ნიკოლაევიჩ, რა ხდება დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ?
- მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მძევალია... იგი ხანგრძლივად შიმშილობს, მაგრამ ხელისუფლება მას ადექვატურ სამედიცინო მომსახურებას არ უწევს. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართველი ხალხის პროტესტზე, რომელიც ქვეყნის ყველა ქალაქში ყოველდღიურად იმართება. მოსახლეობა ითხოვს, როგორც მინიმუმს - მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში და როგორც მაქსიმუმს - მის დაუყონებლივ გათავისუფლებას.
- როგორი რეიტინგი აქვს დღეს მიხეილ სააკაშვილს ქართულ საზოგადოებაში? ამას წინათ ხომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ადგილობრივ არჩევნებში ვერ გაიმარჯვა?
- დღეს საქართველოს ქალაქების ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოდის და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. ამჟამად მესამე პრეზიდენტის რეიტინგი 60% შეადგენს. განა ეს ცოტაა? ჩვენ ადგილობრივი არჩევნები მოვიგეთ, მაგრამ გამარჯვება თავხედურად „ქართულმა ოცნებამ“ მოგვპარა. საქრთველოს მთავრობა დღეს ხელისუფლებას მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების მეშვეობით ინარჩუნებს.
- როგორ რეაგირებს დასავლეთი მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის მიმართ?
- დასავლეთი თანდათან აცნობიერებს სიტუაციას და ხვდება, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში. იცით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა „რუბიკონი გადალახა“ და წითელი ხაზებს გადააბიჯა. ამას წინათ მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში „სუვერენული დემოკრატია“ არსებობსო. ეს ზუსტად იგივეა, რასაც ვლადიმერ პუტინი ამბობს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? იმას ნიშნავს, რომ დასავლეთს თითქოსდა უფლება არ აქვს გააკრიტიკოს საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესები, საქართველომ კი ამ დროს დასავლეთისაგან ბენეფიტები უნდა მიიღოს... გამოდის, რომ თუ ვინმე დასავლეთში საქართველოს ხელისუფლებას გააკრიტიკებს, ის „ქართველი ხალხის მტრების“ სიაში იქნება შეტანილი.
- აქვს თუ არა პოლიტიკური მომავალი მიხეილ სააკაშვილს საქართველოში?
- აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ აქვს. ასევე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული იმაშიც, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე გათავისუფლდება და ისევ საქართველოს მეთაური გახდება. მისი ტოლფასი პოლიტიკური მოღვაწე საქართველოში არც დღეს არ არის და არც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ იქნება.
წყარო: https://kaspiy.az/news.php?id=163446#.YZRqUJDUg5s
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022