08/11/2021
16:14
მსოფლიო
„დაეხმარება თუ არა ევროპელებს რუსული ცისფერი საწვავი?“, - ასეთი სათაური აქვს ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ამერიკული Bloomberg-ის მასალებს ეყრდნობა.
„პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ ორშაბათიდან ევროპა რუსეთიდან მეტი რაოდენობით გაზს მიიღებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არავითარი ნიშანი არაა იმისა, რომ ამით ევროპის გაზის კრიზისი განიმუხტება. ამ დროისთვის „იამალ-ევროპის“ მილსადენით გერმანიისთვის მიწოდებული გაზი არ მომატებულა და ნორმალური მოცულობის მხოლოდ მეხუთედ ნაწილს შეადგენს. უფრო მეტიც: მოსკოვმა ბერლინისათვის მისაცემ გაზს მისამართი შეუცვალა და ვარშავისაკენ მიმართა (პოლონეთის თხოვნის პასუხად). აშკარად ჩანს, რომ რუსეთს როგორც აწყობს, ისე მოქმედება. კრემლს ევროპის გაზის ბაზრებზე კონტროლის შენარჩუნება სურს ევროპელები შიშობენ, რომ პუტინის დაპირებული დამატებითი გაზის მიწოდების გარეშე და იმის გათვალისწინებით, რომ გაზსაცავები მხოლოდ მინიმალურად არის შევსებული, პლუს ზამთრის სიცივეების მოახლოებასთან დაკავშირებით, შეიძლება ფასებმა ისევ სწრაფად მოიმატოს. „თუ რუსეთი შეასრულებს იმას, რასაც ვლადიმერ პუტინი დაგვპირდა, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი შვება იქნება“, - ციტირებს „ბლუმბერგი“კომპანია „ვატენფალის“ ექსპერტის ფრანკ დოორნის ნათქვამს, - და თუ დაპირებული გაზის მოწოდება გაჭიანურდება, ჩვენ ფასების ნახტომის თვითმხილველები გავხდებით“.
წყარო: https://www.bbc.com/russian/news-59183317
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022