17/11/2021
14:10
მსოფლიო
„გერმანულმა უწყებამ Bundesnetzagentur-მა, რომელიც ქვეყანაში ენერგეტიკული ბაზრის რეგულირებას ახდენს, სენსაციური განცხადება გაავრცელა. მასში ბაზრის რეგულატორი იტყობინება, რომ მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიცირება დამოუკიდებელი ოპერატორის სახით შეუძლებელია. ეს იმით აიხსნება, რომ გაზსადენის ოპერატორი - კომპანია Nord Stream 2 AG - რეგისტრირებულია შვეიცარიაში და არა გერმანიაში. სხვათა შორის, სწორედ ამას წინათ განაცხადა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რომ ევროკავშირი დილემის წინაშე აღმოჩნდა - მხარი ან მილსადენს უნდა დაუჭიროს (რუსეთის სასარგებლოს), ან უკრაინას (რუსეთის წინააღმდეგ).
მთელი პრობლემა იმაშია, რომ ეს გაზსადენი ევროპაში უკრაინის გვერდაქცევით მიემართება და მისი მეშვეობით რუსული გაზი პირდაპირ გერმანიის ტერიტორიაზე იქნება მიწოდებული.
გერმანული რეგულატორის Bundesnetzagentur-ის განცხადების თანახმად, „კომპანია Nord Stream 2 AG-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ღრმად შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორის სერტიფიცირება შეიძლება მხოლოდ იმ პირობებში, თუ ეს კომპანია გერმანიის იურიდიულ პირს წარმოადგენს, ქვეყნის კანონების შესაბამისად“. ამ განცხადების გამოქვეყნებისთანავე ევროპული ფიუჩერსები (სავარაუდო ფასები) 10%-ით გაიზარდა. ამრიგად, ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ქარხანა-ფაბრიკებსა და გერმანელ დისახლისებს იძულებით მოუწევთ მომატებული ფასის გადახდა მოხმარებულ საწვავზე და რუსული გაზით წარმოებულ ელექტროენერგიაზე.
ცივი ზამთრის შემთხვევაში გაზზე მაღალი ფასს შეუძლია შეფერხებები გამოიწვიოს ელექტროენერგიის წარმოებასა და მიწოდებაში.
გერმანელი რეგულატორის გადაწყვეტილებამ შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს ისედაც დაძაბული ურთიერთობა რუსეთსა და ევროკავშირს შორის, რომლის მიზეზი ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე შექმნილი სიტუაციაა, ახლო აღმოსავლელ მიგრანტებთან დაკავშირებით.
გავიხსენოთ, რომ ევროკავშირის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის 40% რუსული წარმომავლობისაა. კიდევ ერთხელ მივაქცევთ ყურადღებას იმ გარემოებასაც, რომ რუსული გაზი მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მეშვეობით გერმანიას პირდაპირ მიეწოდება, უკრაინის ტერიტორიის გვერდი ავლით. გაზსადენის მშენებლობა სექტემბერში დასრულდა. მის წინააღმდეგ ბევრი ბარიერი იდგა, მაგრამ თანდათანობით ყველა გადაილახა, განსაკუთრებით აშშ-ის პრეტენზიები, რომლის მიხედვით, ევროკავშირი რუსული გაზის მძევალი ხდებაო.
ევროპაში დღეს შექმნილ ენერგოკრიზისთან დაკავშირებით ბრიუსელმა რუსეთი გაზის მიუწოდებლობაში დაადანაშაულა. თუმცა ჯერ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შემდეგ კი რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ევროპა დაამშვიდა - „გაზიც გექნებაც და სითბოც, თუ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიცირებას დროულად განახორციელებთო“. გერმანია კი სერტიფიცირებას აყოვნებს.... ამასობაში კი ექსპერტები ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, ცივი ზამთრის დროს ევროპაში ელექტროენერგიის გამორთვები გახშირდება.
წყარო: https://www.express.co.uk/news/world/1522192/gas-price-hike-nord-stream-2-pipeline-crisis-eu-germany-russia-putin-merkel
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022