30/10/2021
17:03
პოლიტიკა
ბატონო ვაკა, როგორ აფასებთ არჩევნების დღისთვის შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, რამდენად მშვიდად ჩაივლის არჩევნების და მომდევნო დღეები და რით დასრულდება არჩევნები?
- დღეისათვის შექმნილ ვითარება შეიძლება შეფასდეს, როგორც არშემდგარი რევანშით ოპოზიციის ფლანგზე გამოწვეულ ყველაზე დიდი იმედგაცრუება. შეიძლება ვთქვათ, რომ პოლიტიკური დაპირისპირების ბიპოლარული კონფიგურაცია, რომელიც უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში ძირითადად ქმნიდა პოლიტიკურ ლანდშაფტს, თავის ლოგიკურ დასასრულს უხლოვდება. მითი იმის შესახებ, რომ ექპრეზიდენტის ჩამოსვლა ქვეყანაში დაასრულებდა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ დომინირებას, დასრულდა ფარსით. პარლამენტში ვარდებით ხელში, გაბედული შეჭრის ნაცვლად, მთელმა საქართველომ იხილა შეშინებული, მატყუარა არაჟნების რეფრიჟირატორში.
ჩემთვის აბსოლუტურად ცხადია, რომ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და ამ გამარჯვებას ექნება ეტაპობრივი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში.
რა შეგიძლიათ თქვათ,თბილისის და სხვა ქალაქების მერების მეორე ტურის შესახებ და არჩევნების საბოლოო შედეგებზე?
როგორც ამ ეტაპზე არ აქვს ისტორიული ალტერნატივა "ოცნების" გამარჯვებას, ასევე არ აქვს ისტორიული ალტერნატივა თბილისს. კახა კალაძე არის ისტორიის, განვითარების, ევროპული ურბანისტიკის საუკეთესო პრაქტიკების მხარეს, სხვა კი,ანტიისტორიული რევანშიზმით, უცოდინარობით და პრიმიტიული პოპულიზმით გაჟღენთილი ძალა. კახა კალაძეს, რა თქმა უნდა, არ გააჩნია ალტერნატივა, ის დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ეს გამარჯვება ევოლუციური პროცესის შედეგი იქნება! თუკი გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ქალაქის გენგეგმა და ქალაქის სივრცეთი მოწყობის ეტალონური მოდელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვისებრივად ახალი პოლიტიკის განხორციელება კახა კალაძის დამსახურებაა, მისი დამაჯერებელ გარჯვება, როგორც მინიმუმ ლოგიკურია!
რაც შეეხება სხვა ქალაქების მერების არჩევნებს... ისევ ვიმეორებ, "ქართული ოცნება" განწირულია გამარჯვებაზე ვინაიდან "ნაც.მოძრაობა" და მისი, სატელიტები დღეს წარმოადგენენ ანტიისტორიულ ძალას. ნეიტრალურ ამომრჩევლების ცნობიერებაშიც, ჩამოყალიბდა ორი ვიზუალური ხატი, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს "ქართული ოცნების" გამარჯვებას. ეს არის იმპრესიონისტური სიუჟეტი "მიშა არაჟნებში" და თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის და პუშკინის ქუჩის ასობით ათასი შეკრებილი ადამიანის გამოხატული ექსპრესია "ოცნების" მხარდასაჭერად!
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022