13/12/2021
14:44
მსოფლიო
9 დეკემბერს, კრემლში, პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებების დაცვის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა. სხდომაზე საკმაოდ სერიოზული დისკუსია დაიწყო მას შემდეგ, რაც საკითხი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებსშეეხო. საბჭოს წევრმა, ცნობილმა რეჟისორმა ალექსანდრე სოკუროვმა განაცხადა - „უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რუსეთიდან გავუშვათ ის ტერიტორიები, რომლებსაც ფედერალური კანონებისა და წესებით ცხოვრება არ სურთ.". მან აგრეთვე დაიჩივლა იმაზეც, რომ რუსეთი ძალიან დიდ სახსრებს ხარჯავს მსოფლიოს რიგი ქვეყნებისა და არაღიარებული რესპუბლიკების მხარდასაჭერად.
ალექსანდრე სოკუროვის პოზიციამ ვლადიმერ პუტინის გაღიზიანება გამოიწვია.
გთავაზობთ ამონარიდებს პრეზიდენტისა და რეჟისორის დისკუსიიდან:
ალექსანდრე სოკუროვი:
"მოდით, შევხედოთ, რა ხდება რუსეთის სახელმწიფოში, ჩვენი სახელმწიფოს კონსტრუქციასთან დაკავშირებით. მოდით, გავუშვათ ყველა, ვისაც მეტად აღარ სურს ჩვენთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრება, ვუსურვოთ მათ წარმატებები - იმ ადგილობრივ ფადიშაჰებს, ვისაც თავისი [ტრადიციებით] ცხოვრება სურს. მესმის, რომ აქტიური პოლიტიკის გატარებას დიდი სამხედრო ხარჯები და მტკიცე ზურგი ჭირდება, ამიტომ ჩვენს არმიას ძლიერებას და სიმაგრეს ვუსურვებ".
ვლდიმერ პუტინი:
"კავკასია - რუსეთის ფედერაციის ნაწილს წარმოადგენს... დიახ, არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ - "მოდით, ყველა გავუშვათ...". ერთი მითხარით, რატომ გადაწყვიტეთ და საიდან დაასკვენით, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში უმრავლესობას რუსეთში ცხოვრება არ სურს? ალბათ, იქ ასეთები არიან, მაგრამ უმეტესობა არა... მათ ახსოვთ 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში დაღვრილი სისხლი და იციან, სადამდე შეიძლება მივიდნენ... თქვენ ისევ ამის გამეორება გინდათ? ჩვენ კი ეს არ გვინდა... განა რუს ხალხს, რომლის ინტერესების შესახებაც ახლა ლაპარაკობდით, სურს საკუთარი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის დაშლა? განა ამის შემდეგ რუსეთი მრავალეროვნულ და მარავალკონფესიურ სახელმწიფოდ დარჩება? ბოლოსდაბოლოს, თქვენ გინდათ, რომ რუსეთი მოსკოვის სამთავროდ გადაიქცეს? ნატოსაც სწორედ ეს სურს...".
ალექსანდრე სოკუროვი:
"თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ დღეს მსოფლიოში ძალიან რთული საგარეოპოლიტიკური სიტუაციაა, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაც რთულია. მე ზოგჯერ ის ძალიან ძვირიც მეჩვენება ისეთი არცთუ მთლად მდიდარი ქვეყნისათვის, როგორიც რუსეთია, ის, რომ ჩვენ კმაყოფაზე გვყავს აყვანილი [როგორც პოლკის შვილობილი] ბელორუსია, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი... რამდენადაც მე მესმის, სირიასაც უნდა დავეხმაროთ... დახმარებას საჭიროებს ჩვენი ქვეყნის დოტაციური სამხრეთი რეგიონებიც".
ვლადიმერ პუტინი:
"შეგიძლიათ, როგორც თქვენ გსურთ, ისე მიუდგეთ ბელორუსიას და ბელორუსებს, ქვეყნის ხელმძღვანელობას, მაგრამ იმის თქმა, რომ ბელორუსია ჩვენს კმაყოფაზეა, არაკორექტულად მიმაჩნია. ალექსანდრ ნიკოლაევიჩ, ასეთი ლაპარაკი საჯაროდ დაუშვებელია. ეს უპატივცემლობაა მთელი ქვეყნისა და იმ ხალხის მიმართ, რომლებიც სამოკავშირეო სახელმწიფოს შემადგენლობაში არიან. ეს ძალიან ფაქიზი და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც კომპეტენტურობასა და პარტნიორისადმი პატივისცემას მოითხოვს. სხვაგვარად ჩვენ ვერაფერს ვერ მივაღწევთ".
წყარო: https://www.bbc.com/russian/features-59613239
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022