NBA-მ კობი ბრაიანტის ხსოვნას ვიდეორგოლი მიუძღვნა

0
97

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტის ხსოვნას ვიდეორგოლი მიუძღვნა, რომელიც YouTube-ზე გამოქვეყნდა.

ვიდეოში ლეგენდარული კალათბურთელის კარიერასა და მიღწევებზეა საუბარი. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მილიონზე მეტი ადამიანი NBA-ს ლოგოს კობი ბრაიანტის გამოსახულებით შეცვლას ითხოვს.

41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა. მასთან ერთად ავიაკატასტროფას კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის ქალიშვილი ესსხვერპლა. კატასტროფის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here