
ამერიკელმა მსახიობმა სიდნეი სვინმა გადაწყვიტა შეექმნა საპონი, რომელიც მისივე ნაბანი წყლითაა გაჟღენთილი.
როგორც მსახიობი ამბობს, საპნის შექმნა თაყვანისმცემლებმა შთააგონეს.
27 წლის მსახიობმა თქვა, რომ შარშან, ერთ-ერთ რეკლამაში გამოჩენის შემდეგ, სადაც ის აბაზანას იღებს, თაყვანისმცემლები "მის თავს სთხოვდნენ".
სარეკლამო რგოლში, რომელიც გადაღებულია მამაკაცის პირადი ჰიგიენის პროდუქტების კომპანიისთვის, Dr. Squatch-ისთვის, სვინი ბანაობს და მიმართავს მომხმარებლებს- „ბინძურ ბიჭებო, გაინტერესებთ ჩემი შხაპის გელი?"
სწორედ ამ რეკლმის შემდეგ, როგორც სვინი ამბობს, მას თაყვანისმცემლები შეესივნენ.
მსახიობმა უკვე წარადგინა თავისი ახალი Bathwater Bliss-ის საპონი და განაცხადა:
„როდესაც თქვენი თაყვანისმცემლები ითხოვენ თქვენგან აბაზანის წყალს, შეგიძლიათ უგულვებელყოთ ისინი, ან გადააქციოთ ის საპნის ნაჭრად“.
0
0