
თაკო ჩარკვიანი, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" განადწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
"რას ელოდებოდით ხაზარაძისგან "- აღნიშნავს ჩარკვიანი:
"ო რერო რერო შენ ჩემზე შტერო" , უი უკაცრავად "ო ლელო ლელო” მინდოდა მეთქვა -ეს ხუმრობით, ისე კი მინდა ვიკითხო,რას ელოდებოდით ხაზარაძისგან- “პოლიტმევახშესგან “ ტყუილად ხომ არ ვწერდი და ვამბობდი ზურგში “ხანჯალს” უნდა ელოფოთ თქო -პოლიტ მოვაჭრეა გაიგეთ რა ( ვისაც ეხება), განა ცილს ვწამებდი?! ერთი ფაქტი დადოს ვინმემ ,სადაც ფაქტებით და დოკუმენტებით არ ვისაუბრე !!მხოლოდ პროცესის გადარჩენისთვის ვწერდი და ვამხელდი!!!რადგან დამღუპველ “გეგმას” ფეიკ -ცრუ ბრძოლას ვხედავდი (ზოგიერთი ლიდერისას ოპოდან ) ზოგიერთს ისე გამოსდის:” შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო”. ამდენი დროის დაკარგვა, მრავალათასიანი აქციების დაშლა , პრივატიზირებული სცენა-მიკროფონი და ტვ ეთერები ,პროცესის გაწელვა , გამანადგურებელი რომ არის ,ეს განა რთული გამოსაცნობია?! უკვე მერამდენედ ?! ღალატი!"- წერს თაკო ჩარკვიანი.
0
0