
ჩინეთი აფასებს გერმანიის ახალი მთავრობის მზადყოფნას, კონსტრუქციული და პრაგმატული სულისკვეთებით ხელი შეუწყოს ჩინეთ-გერმანიის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი პარასკევს ბერლინში შეხვდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრს, საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ის.
მერცმა განაცხადა, რომ გერმანია-ჩინეთის ურთიერთობები კარგად ვითარდება, თანამშრომლობა უწყვეტად იზრდება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკასა და ეკონომიკაში. გერმანია მზადაა, ჩინეთთან ერთად იმუშაოს ღიაობისა და ურთიერთსარგებლიანობის შესანარჩუნებლად, ხელი შეუწყოს სამართლიან ვაჭრობას და ერთობლივად გაუმკლავდეს კრიზისებსა და გამოწვევებს, რაც ორივე მხარის ინტერესებში შედის. გერმანიის ახალი მთავრობა ერთ ჩინეთის პოლიტიკას ემხრობა.
ვან იმ განაცხადა, რომ ჩინეთი მოხარულია გერმანიის განვითარებითა და კეთილდღეობით და მიესალმება მის გაზრდილ როლს ევროპასა და მსოფლიოში. მისი აზრით, გერმანიის ახალი მთავრობა დადებითად შეაფასებს ჩინეთის განვითარებას და გაატარებს რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკას ჩინეთის მიმართ.
0
0