გურამ მაჭარაშვილი: სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო
A-
+A

რამდენად პერსპექტიულია 5 პარტიის აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის შემდეგ საქმე განსახილველად სტრასბურგის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სასამართლოს გადაეცეს, ამ თემაზე რადიო "სივრცის" ეთერში „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა. თემა აქტუალური მას შემდეგაც გახდა, რაც ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა უწოდა და აღნიშნა, რომ შემზღუდავი კანონმდებლობა, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და ოპოზიციაზე ზეწოლა პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს უქმნის.
გურამ მაჭარაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სარჩელს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უდევს საფუძვლად და თუ საქმე სტრასბურგს გადაეცემა, ეს მათივე გადაწყვეტილებების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
„სტრასბურგში საქმის წაღებასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის და მისი ფილიალების გასაუქმებლად სარჩელში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები გვაქვს მტკიცებულებებად მოყვანილი. ნუთუ ევროპელი ლიდერები არ კითხულობენ სარჩელს? როგორც ჩანს არა და პირდაპირ, ზეპირ განცხადებებს აკეთებენ, რასაც მე ფასიან და დაინტერესებულ განცხადებებს ვუწოდებ. სარჩელში სტრასბურგის გადაწყვეტილებები გვაქვს მითითებული, სადაც სასამართლო აღშფოთებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების ესა თუ ის შტო იყო დაკავშირებული ამა თუ იმ ადამიანის მკვლელობასთან. სტრასბურგში თუ უნდა წავიდეს ეს საქმე, მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო. აქედანვე ჩანს, რომ ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები არ კითხულობენ სარჩელს და შინაარსში არ შედიან - რა ევროპული ტიპის პარტიების აკრძალვაზეა საუბარი, როდესაც საქმეში პირდაპირ დევს დანაშაულების ჩადენის ფაქტები. გარდა ამისა, არსებობს იმის მტკიცებულებებიც, თუ როგორ მტრობდნენ საკუთარ ქვეყანას ვითომ ოპოზიციაში ყოფნის დროს და როგორ მოქმედებდნენ სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
იმაზე საუბრისას, თუ რამდენად უარყოფითად იმოქმედებს სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო კურსზე, როგორც ეს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ეს რადიკალების მენტალური პრობლემაა.
„ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერების მენტალური პრობლემაა ის, რომ ჰგონიათ - საქართველო დასრულება, თუ მათი პატრონები ქვეყანასთან პარტნიორობაზე უარს იტყვიან. მათი აზრით, საქართველოს ფესვები აქ კი არა, უცხოეთშია. ევროინტეგრაცია არ ნიშნავს, რომ საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმის პარტიები არ უნდა აკრძალონ,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

0
0
46
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%