05/07/2025
23:17

ლევან გოგიჩაიშვილისგან მორალის კითხვას ვერ ავიტანთ, თორემ ქრთამის სანაცვლოდ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი რომ ჰქონდა და როგორ მოახერხა ეს „ოცნების“ პირობებში, ძალიან კარგად ვიცით და მაგის მოყოლაც შეგვიძლია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ლევან გოგიჩაიშვილმა ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაზე” რამეს იტყვის პირი გამოირეცხოს.
„ვუსმენდი გახარიას წარმომადგენელს გოგიჩაიშვილს და ძალიან ბევრს საუბრობს ეს ადამიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მინდა, ვუთხრა, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ისაუბრებს, პირი კარგად გამოირეცხოს. ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პირად ურთიერთობებს ვითვალისწინებდით, მაგრამ არანაირი პოლიტიკური პატიმარი თავის დროზე ლევან გოგიჩაიშვილი არ ყოფილა. „ნაციონალური მოძრაობის” დროს ადამიანის მკვლელობის მცდელობის და დაჭრის გამო ჩასვეს ციხეში, ამიტომ ლევან გოგიჩაიშვილი აქ რომ იჯდა და იფურთხებოდა, მისგან მორალის წაკითხვას ვერ ავიტანთ. დაიმახსოვროს, რომ ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაზე” რამეს იტყვის პირი გამოირეცხოს, თორემ ქრთამის სანაცვლოდ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი ჰქონდა და როგორ მოახერხა ეს „ოცნების“ პირობებში, ესეც ძალიან კარგად ვიცით და მაგის მოყოლაც შეგვიძლია“, – განაცხადა ანი წითლიძემ.
მანამდე, „ტვ პირველის“ ეთერში „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ „ლელოს“ მიერ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სწორია.
„ამ ქვეყანაში არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა და დანარჩენი ყველაფერი არის პროვოკაცია, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც შეიძლება, ჩატარდეს იმავე ცესკო-თი, რომელიც იყო 2024 წლის არჩევნების დროს და რომელიც ჰგავს იმ ცესკო-ს ჩატარებულ არჩევნებს, როგორსაც წინა ხელისუფლების დროს „ნაცები“ ატარებდნენ. ამ ქვეყანას აქვს გამოცდილება, რომ ასეთ უსამართლობებში კი შესაძლებელია გამარჯვებები. ეს გამარჯვებები ადვილი იქნებოდა, თუ ჩვენ ნეიტრალურ კანდიდატებზე შევთანხმდებოდით. „ლელოსთან“ მიმართებით „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებით გამოჩნდა, როგორი კოლეგიალურები და კორექტულები არიან“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
0
0