
მიმდინარე კვირაში ვენეციაში Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის და ყოფილი ტელეჟურნალისტის ლორენ სანჩესის ქორწილი გაიმართება. ღონისძიება, რომელსაც „საუკუნის ქორწილს“ უწოდებენ, სხვადასხვა ინფორმაციით, 24-26, ან 26-29 ივნისს მოეწყობა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქორწილში ელტონ ჯონი და ლედი გაგა იმღერებენ. ვენეციის მთავრობაში აცხადებენ, რომ წყვილს მაქსიმუმ 200 სტუმრის დაპატიჟება შეუძლია. მოსალოდნელია, რომ მათ შორის არიან კიმ კარდაშიანი, კრის ჯენერი, ოპრა ვინფრი, ბილ გეიტსი, ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი, ბიონსე და ჯეი-ზი და კეტი პერი და გეილ კინგი, რომლებთანაც ერთად სანჩესმა კოსმოსში იმოგზაურა. სტუმრებს შორის ასევე იქნებიან ლეონარდო დიკაპრიო, ევა ლონგორია, მიკ ჯაგერი და იორდანიის დედოფალი რანია.
სხვადასხვა შეფასებით, ქორწილი ბიუჯეტი 7-დან 10 მილიონ დოლარამდე მერყეობს.
ვენეციაში ქორწილს საპროტესტო აქციებით ხვდებიან. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ღონისძიება გაამწვავებს პრობლემებს, რომლებსაც ქალაქს ჭარბი ტურიზმი უქმნის.
0
0