
ისტორიაში პირველად, საქართველო სენიორებს შორის ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, გასულ წელს, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ კონგრესზე მიიღეს, სადაც საქართველო შესაბამისი ვიდეო რგოლითა და პრეზენტაციით წარსდგა. ჩვენი ქვეყნის კანდიდატურას მხარი ხმის მიცემის პროცესში მონაწილე ქვეყნების უმრავლესობამ დაუჭირა.
შეჯიბრების ადგილი და თარიღი
20-30 ივლისის ჩათვლით, ოლიმპიურ სასახლეში (ახალი სპორტის სასახლე) ხმლით, რაპირითა და დაშნით მოფარიკავე სპორტსმენები იასპარეზებენ, როგორც პირად, ისე გუნდურ ჩათვლაში. ტიტულოვანი სპორტსმენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პირველობისთვის იბრძოლებენ.
ტურნირის გახსნა და ორგანიზება
საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია მაყურებელს დაუვიწყარ გახსნის ცერემონიასა და მაღალ დონეზე ორგანიზებულ ტურნირს პირდება. შეჯიბრება 22 ივლისს დაიწყება.
საერთაშორისო შეკრება
ტურნირის დაწყებამდე, საქართველო საერთაშორისო შეკრებას უმასპინძლებს — 15 ივლისიდან თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სპორტსმენები ჩამოვლენ და მოსამზადებელ შეკრებას გაივლიან.
0
0
უმეტესად ღრუბლიანი - ამინდი ხვალ
24/07/2025