კატალინ გერმანი: პანდემიასთან ბრძოლის დროს ევროკავშირი კვლავ საქართველოს გვერდით იქნება

0
63

პანდემიასთან ბრძოლის დროს ევროკავშირი კვლავ საქართველოს გვერდით იქნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა ორგანიზაციის მიერ საქართველოში COVID-19-ის შესახებ ცოდნის მონიტორინგის კვლევის შედეგების წარდგენისას განაცხდა.

„ევროკავშირი საქართველოს COVID-19 კრიზისთან დასაძლევად სხვადასხვა გზით ეხმარება. ეს კვლევა 1,5 მილიარდი ლარის ოდენობით მხარდაჭერის მხოლოდ მცირე ნაწილია. შემდეგ კვირაში საქართველო დიდი ოდენობით სამედიცინო პირად დამცავ საშუალებებს მიიღებს. კვლევა მნიშვნელოვანია მოსახლეობის არამხოლოდ კრიზისის მიმართ დამოკიდებულების გასარკვევად, არამედ სამომავლო ინტერვენციების დასაგეგმად. რეალობის ამ ფორმით შესწავლა გვეხმარება, მოსახლეობის მოლოდინსა და დამოკიდებულებას ზუსტად მოვარგოთ სამომავლო ინტერვენციები. შესაბამისად, პანდემიასთან ბრძოლის დროს ევროკავშირი კვლავ საქართველოს გვერდით იქნება“, – განაცხადა გერმანმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში პანდემიის ფონზე მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევების და ნდობის მონიტორინგის კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა.


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here