
ქვეყანას ბარიერებს უქმნიან, მორალური დილემის წინაშე აყენებენ, ეს არის ხელების გადაგრეხა და შანტაჟი, ჩამოვედი საქართველოში, რომ ეს მეთქვა, – ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიუღებელია იდეა, რომ წნეხს ახორციელებ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც სირთულე აქვს ევროკავშირთან.
„ვნახე მინისტრები ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში მიტინგებში მონაწილეობისთვის და ოპოზიციას შეუერთდნენ. ვფიქრობდი, მე როგორ ვიგრძნობდი თავს, ეს პოლიტიკოსები რომ ჩამოსულიყვნენ ჩემს ქვეყანაში, ჩემს დედაქალაქში, ცენტრალურ მოედანზე. ვინც არ უნდა იყვნენ, არ მაინტერესებს პოლიტიკური მხარეები საქართველოში, არცერთ მხარეზე არ უნდა დადგე. ჩემთვის მიუღებელია თვითონ იდეა, რომ წნეხს ახორციელებ მცირე, პოლიტიკურად იზოლირებული ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც სირთულე აქვს ევროკავშირთან.
ყველა პარამეტრის თვალსაზრისით, საქართველო წარმატებით ვითარდება, მაღალი ზრდის მაჩვენებელი აქვს. გეთანხმებით, რომ ზრდის მაჩვენებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია, ის აჩვენებს ეკონომიკური აქტივობის, ვაჭრობის განვითარებას, ვაჭრობას. ამ მიმართებით, საქართველო წარმატებულია და მაღალი ზრდის მაჩვენებელი აქვს. ეს არის მესამე მსოფლიოს ქვეყანა, ჰქონდა სირთულეები ეკონომიკური თვალსაზრისით, ბარიერები, თუმცა საკითხი როცა ეხება ეკონომიკას, ქვეყანა წარმატებულია და მხარს უნდა ვუჭერდეთ ამას, არა უპირობოდ. უპირობო არაფერი არსებობს ამ ქვეყანაზე. ჩვენ მხარს უნდა ვუჭერდეთ ამ ფაქტს. ქვეყანას ბარიერებს უქმნიან, მორალური დილემის წინაშე აყენებენ, აბრალებენ, რომ მოსკოვის აგენტია. ეს არის მორალური შანტაჟი. ისინი აშანტაჟებენ ამ ქვეყანას, ხდება ხელების გადაგრეხა და შანტაჟი. ჩამოვედი საქართველოში, რომ ეს მეთქვა“, – განაცხადა ზორან მილანოვიჩმა.
მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.
0
0