08/02/2026
21:35

საქართველოს არჩევანი ევროპული გზაა, ქვეყანა ყურადღებით აკვირდება ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს და შიდა დაძაბულობას. "რუსთავი 2-თან" - ექსკლუზიურ ინტერვიუში, ამ თემაზე საუბრობს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პირველი დიპლომატი ხაზს უსვამს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები დგანან, ეროვნული ინტერესების დაცვის კუთხით.
"შეხედეთ, რა მოხდა საქართველოსა და მოლდოვის არჩევნების შემდეგ. ვგულისხმობ ადგილობრივ არჩევნებს. მომდევნო საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, როდესაც თქვენ გქონდათ ადგილობრივი არჩევნები, ყველა აქებდა მოლდოვას ასეთი ჭკვიანური გადაწყვეტილების მიღებისთვის და ყველა ლანძღავდა საქართველოს "ქართული ოცნების" გამარჯვების გამო და ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ულოცავდნენ მოლდოვის შედეგს, რაც არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ისინი ამ არჩევნებში ჩაერივნენ," - აღნიშნა პიტერ სიიარტომ.
0
0