
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა პარტნიორების მიერ უკრაინის დახმარებაზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მათ საკუთარ მარაგებს უნდა გადახედონ.
პისტორიუსის თქმით, თუ პარტნიორები აღმოაჩენენ, რომ მარაგები ამოეწურათ, მათ უკრაინას ფინანსური დახმარება უნდა გაუწიონ, ისე, როგორც გასულ წელს.
„ყველა პარტნიორი უფრო ინტენსიურად უჭერს მხარს უკრაინას და მათ კიდევ ერთხელ უნდა გადახედონ საკუთარ მარაგებს, რათა გადაწყვიტონ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. თუ მათ მარაგებში არაფერი დარჩა, რისი მიწოდებაც უკრაინისთვის იქნება შესაძლებელი, საქმე ფულის გამოყოფას ეხება. გასულ წელს 1 მილიარდი ევროს მოზიდვა მოვახერხეთ“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
Germany’s Defence Minister Boris Pistorius:
— Open Source Intel (@Osint613) February 12, 2026
There is nothing left in the stockpiles that can be provided to Ukraine. pic.twitter.com/FWQayzq9Do
0
0