
ბანგლადეშში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც გასულ წელს Gen Z თაობის მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად, პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას მთავრობა დაამხეს. დილიდან რიგებია საარჩევნო უბნებთან, რომელიც ადგილობრივი დროით 07:30 საათზე გაიხსნა და 4:30-ზე დაიხურება. პირველადი შედეგები კი, მომდევნო დღეს გახდება ცნობილი.
არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა 127 მილიონ ადამიანს აქვს. წინასწარი გამოკითხვების შედეგად, პროგნოზირებენ, რომ ხმების ყველაზე დიდ რაოდენობას „ბანგლადეში ნაციონალისტური პარტია“ და „ისლამისტები ჯამაათ-ე-ისლამი“ მოიპოვებს.
ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები და მობილიზებულია მილიონამდე უსაფრთხოების ოფიცერი, სამართალდამცავი თუ სამხედრო.
დღესვე, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად იმართება რეფერენდუმიც, კონსტიტუციური რეფორმის შესახებ. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ქვეყანა მმართველობის სისტემას შეცვლის და ინსტიტუციური რეფორმების შედეგად, დემოკრატიას დაამყარებს და გააძლიერებს, რათა მომავალში თავიდან აირიდონ ავტორიტარული მმართველობა.
0
0