
ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა. გუნდურ შეჯიბრებაში ათ ნაკრებს შორის საქართველომ მეოთხე ადგილი დაიკავა.
ქართველების შედეგი, ბოლო გამომსვლელზე, ნიკა ეგაძეზე იყო დამოკიდებული. მან გუნდისა და საკუთარი გამოსვლა მოკლედ შეაფასა:
„თავს კარგად ვგრძნობ, მსურდა უფრო კარგად მეციგურავა. თუმცა გამოვიდა ის, რაც გამოვიდა. დანებებას არ ვაპირებ, წინ ინდივიდუალური შეჯიბრებაა და, დარწმუნებული ვარ, მაღალ ხარისხს ვაჩვენებ. გუნდურმა ტურნირმა ინდივიდუალური ასპარეზობის წინ დიდი ენერგია და მოტივაცი მომცა“.
ნიკა ეგაძემ გუნდსა და გულშემატკივრებზეც ისაუბრა:
„ძალიან კარგი ნაკრები გვყავს, მადლობა მათ და მადლობა ყველას ვინც გვგულშემატკივრობს. თქვენი ნდობა ძალას მმატებს. საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა ჩემთვის დიდი პატივია. ვაგრძელებ ბრძოლას, წინსვლას და ყველაფერს გავაკეთებ, საქართველოსთვის“.
წყარო - საქართველოს პირველი არხი
0
0