დავით ქართველიშვილი: ბრენდით ჰელსინკის კომისია ისარგებლა საქართველოს სამმა „დაუძინებელმა დაქალმა“, ლორა თორნტონმა, რომელიც ვერშემდგარი რევოლუციონერების მთავარი მუზაა, ე.წ. ექსპერტმა ევრაზიისა და კავკასიის საკითხებში კლერ კაიზერმა და ვინმე ოლესია ვართანიანმა
12/02/2026
19:02
A-
+A

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეტა აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ჩატარებულ ბრიფინგზე.
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, კომისიის ყველა წევრი მიიღებდა მოსმენაში მონაწილეობას და საქართველოდან ჩასული ბევრი დამსწრე სტუმარიც ეყოლებოდათ.
„შეგახსენებთ, რომ ამერიკის ჰელსინკის კომისია შედგება 21 წევრისაგან, საიდანაც 18 კონგრესმენი და სენატორია, 9-9 პარტიებიდან, და თითო ადამიანი პენტაგონიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან და თეთრი სახლის ადმინისტრაციიდან. ამ 21 წევრიდან მოსმენას არცერთი ესწრებოდა და ფაქტობრივად ბრენდით, რასაც ჰქვია ჰელსინკის კომისია ისარგებლა საქართველოს სამმა „დაუძინებელმა დაქალმა“, ქალბატონებმა ლორა თორნტონმა, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი ვერშემდგარი რევოლუციონერების მთავარი მუზაა, ასევე ე.წ. ექსპერტმა ევრაზიისა და კავკასიის საკითხებში ქალბატონმა, კლერ კაიზერმა და ვინმე ოლესია ვართანიანმა. ესენი იყვნენ ამ სხდომის თუ მოსმენის ძირითადი ბირთვი და დღეს მათთვის დიდი პატივია, ჩვენს მიერ გაკეთებული უფასო რეკლამირება იმ ფარსზე, რომელში მონაწილეობაზეც უარს ამბობენ კონგრესმენები და სენატორები, მაგრამ არა იმიტომ რომ, უცებ საქართველოს დიდი მეგობრები გახდნენ. დარწმუნებული ვარ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში კომისიის ყველა წევრი მიიღებდა ამ მოსმენაში მონაწილეობას და კიდევ ბევრო დამსწრე სტუმარიც ჩავიდოდა საქართველოდან,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
0
0
30
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%