
კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით 18 ნოემბერს 18:00 საათზე, ,,ფაბრიკაში’’ გაიმართება ლადო ბურდულის ავტობიოგრაფიული დოკუმენტური ფილმის ჩვენება - „თბილისის ანდერგრაუნდი 80/90“ 2 სერია.
პროექტი აერთიანებს საქართველოში არსებულ უნიკალურ და მასშტაბურ არქივს, რომელიც ასახავს 1980–90-იანი წლების ალტერნატიული კულტურის განვითარებას — ეპოქას, როდესაც მძიმე სოციალურ-პოლიტიკურ კრიზისებს შორის იბადებოდა თანამედროვე, თავისუფალი ქართული ხელოვნება. სწორედ ამ არქივის საფუძველზე იქმნება ლადო ბურდულის ავტობიოგრაფიული სერიები „მენტალური რევოლუციის ისტორია საქართველოში’’.
პროექტის მეოთხე სეზონი „თბილისის ანდერგრაუნდი 80/9’’ წარმოადგენს დოკუმენტურ ფილმს, რომელიც გააცოცხლებს იმდროინდელი თბილისის მუსიკალურ, მხატვრულ, პერფორმატიულ და ახალგაზრდულ სცენებს - მუსიკას, ხელოვნებას, პერფორმანსებს, ახალგაზრდულ მოძრაობებს და იმ სოციალურ გარემოს, სადაც ეს ყველაფერი ყალიბდებოდა. სერია დაფუძნებულია ლადო ბურდულის უნიკალურ პირად არქივზე, რომელიც მოიცავს ვიდეომასალას, ფოტოს, ჩანაწერებსა და იმდროინდელი ხელოვანების ისტორიებს.
ფილმი აჩვენებს, როგორ ვითარდებოდა ალტერნატიული კულტურა სიღარიბის, კრიმინალის, ომებისა და სოციალური დაძაბულობის ფონზე, და როგორ ინარჩუნებდნენ ხელოვანები თავისუფალ აზროვნებასა და დასავლურ ღირებულებებს. სერია მიზნად ისახავს ეპოქის რეალური სურათის აღდგენას და მისი გადმოცემას თანამედროვე აუდიტორიისთვის.
სერიალში გამოყენებული იქნება:
• იშვიათი ვიდეო და ფოტო არქივები
• დოკუმენტური მასალა თბილისის იმ ადგილებიდან, სადაც ანდერგრაუნდ ივენთები ტარდებოდა
• ინტერვიუები იმდროინდელ არტისტებთან — როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მცხოვრებებთან
0
0