კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტ „მაკნატუნას“ დაესწრო
A-
+A

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტ „მაკნატუნას“ დაესწრო.
სპექტაკლის განახლებული ქორეოგრაფიული რედაქცია ნინო ანანიაშვილსა და ალექსეი ფადეეჩევს ეკუთვნით.
ახალ დადგმაში მოქმედება ქართულ გარემოში, თბილისში, დადიანების სახლში ვითარდება. მასში შეტანილია ახალი ელემენტები, მათ შორის, ქართული სამოსი.
"სასიხარულოა, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრში მორიგი ანშლაგებით მიდის "მაკნატუნა". ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელს - ნინო ანანიაშვილს, დასის თითოეულ წევრს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას.
ქართული კულტურისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა დარგი ჰარმონიულად ვითარდებოდეს და ბალეტი ნამდვილად არის დარგი, რომელიც დღეს ზენიტშია.
საბალეტო დასი, საგასტროლო ტურნეებით, სისტემატურად გადის მსოფლიო სცენებზე. ეს დიდი აღიარებაა. დასს დიდ წარმატებებს ვუსურვებ, ჩვენს მაყურებელს კი - ბევრი ასეთი სპექტაკლის ნახვას", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
სპექტაკლზე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრს ლევან ჯაგაევი დირიჟორობდა.
0
0
26
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%