ბავშვებში დაინფიცირების მეტი შემთხვევაა, ვიდრე ველოდით – თენგიზ ცერცვაძე

0
25

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის ინფორმაციით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 12 ბავშვია. თენგიზ ცერცვაძის თქმით ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესწავლა თუ რატომ არის ბავშვები რაოდენობა იმაზე მეტი, ვიდრე სპეციალისტები ელოდნენ.

„თუ არ ვცდები, ბავშვების ინფიცირების უკვე 10 შემთხვევაა ჩვენთან, რაც ყველა შემთხვევის დაახლოებით 12 პროცენტია. თავიდან ითვლებოდა, რომ ეს ინფექცია ბავშვებს საერთოდ არ აზიანებს, მაგრამ შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ერთეულებს აზიანებს, შემდეგ, რომ არც მთლად ერთეულებს და უფრო მეტს. ახლა, არა მარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებიდანაც მოდის უკვე ინფორმაცია, რომ ბავშვები იქაც ავადდებიან. ჩვენ ვსწავლობთ ამას, თუ რატომ არის ბავშვებში შედარებით მეტი შემთხვევა, ვიდრე მოველოდით. თუმცა, თავიდან ეს უფრო მოსალოდნელი იყო, ვიდრე ის, რომ ბავშვებში არ ვრცელდებოდა ეს ინფექცია, რადგან საერთოდ, ყველა რესპირაციული ინფექცია და მათ შორის ყველაზე ცნობილი, გრიპი ბავშვებსა და მოზრდილებს ერთნაირად აზიანებს და ბავშვებს უფრო მეტად. გასაკვირი უფრო ის იყო, რატომ არ იყო. ახლა რომ ბავშვებშიც გამოჩნდა ეს ინფექცია, მიმაჩნია, რომ ეს უფრო კანონზომიერია“,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here