აშშ-ში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვმა ჩინეთს გადააჭარბა

0
8

აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა ჩინეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მონაცემებს გადააჭარბა. დღეს კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შტატებში ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით, დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 81594-ს მიაღწია. დავირუსების 5 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში გამოვლინდა. გარდაიცვალა 1300, საავადმყოფოში მკურნალობს 82426 პაციენტი, მათგან 1034 მძიმე, 57კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. გამოჯანმრთელდა 1868 ადამიანი.

იზრდება კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები აშშ-ის სამხედრო ნაწილებშიც. COVID-19 ამერიკულ ავიამზიდ “თეოდორ რუზველტზე” გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, ვირუსი 25 სამხედროს დაუდგინდა. ექიმები ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება. ხომალდზე 5000 სამხედროა. ყველა მათგანს ვირუსზე ტესტირება ჩაუტარდება.

კორონავირუსი გამოვლინდა იაპონიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზეც.ის ამერიკიდან იაპონიაში ჩასულ სამხედროს დაუდგინდა. მანამდე ის 14 დღიან კარანტინში იმყოფებოდა. აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობის 11 მარტის ბრძანებულების თანახმად, ნებისმიერი პერსონალი, რომელიც კორონავირუსის პერიოდში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დაბრუნდება, 14 დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here