სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ მისი ნათქვამი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული

0
47

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით, საქართველოს საელჩოს, საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაუკავშირდა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის გუშინდელი განცხადება განმარტა.

„როგორც კი მედიიდან შევიტყვეთ მსგავსი განცხადების შესახებ, დიპლომატიური არხების საშუალებით გვქონდა დაუყოვნებლივი რეაგირება, მათ შორის ჩვენი საელჩო დაუკავშირდა შესაბამის სტრუქტურებს, რათა განმარტებები გაეკეთებინათ. რა თქმა უნდა, ეს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაკორექტული იყო მეზობელი და მეგობარი ქვეყნის მიმართ ისეთი ოფიციალური პირისგან, როგორიც ჯანდაცვის მინისტრია.

ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა ჩვენი საელჩო ერევანში და მაცნობეს, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით დარეკა საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორმა და გამოთქვა წუხილი, რომ მისმა გამონათქვამმა, რომელიც მათი განმარტებით, არასწორად იყო ინტერპრეტირებული, გაანაწყენა ქართველი კოლეგები და ისინი ამის შესახებ წუხილს გამოთქვამენ და საელჩოს სთხოვა, ეს პოზიცია თბილისისთვის გადმოეცა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემებში ეჭვი შეიტანა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here