
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში გამართულ ,,პრაიდის’’ მსვლელობას „ამაზრზენი და სამარცხვინო“ უწოდა და ევროკავშირი ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების ღონისძიების ორგანიზებისთვის წახალისებაში დაადანაშაულა.
„ბრიუსელის მიერ დავალებულმა ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტიკოსებმა თავიანთ ამომრჩევლებს ღონისძიებაზე ინტენსიურად დასწრებისკენ მოუწოდეს. გუშინდელი დღიდან კიდევ უფრო დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ადამიანებს [ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს] არ უნდა მიეცეთ მთავრობის სათავეში ყოფნის უფლება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ,’’ - განაცხადა ორბანმა.
როგორც ცნობილია, ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ბუდაპეშტის მერმა გერგელი კარაჩონიმ, რომელსაც ორბანის მთავრობა, წლების განმავლობაში, ბრიუსელის „მარიონეტობაში“ ადანაშაულებს.
0
0
2 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
30/06/2025