
Prada-მ აღიარა, რომ ბრენდის სანდლების დიზაინი ინდური წარმოშობისაა - BBC
იტალიურმა მოდის ბრენდმა Prada-მ აღიარა, რომ თავისი ახალი ფეხსაცმელების დიზაინი ინდური წარმოშობისაა. აღნიშნულმა დიზაინმა ინდოეთში სკანდალი გამოიწვია. როგორც BBC-ი წერს, ღია სტილის შემოწნული სანდლები, რომლებიც გასულ კვირას მილანის მოდის კვირეულზე იყო წარმოდგენილი, ძალიან ჰგავდა ინდოეთის შტატებში, მაჰარაშტრასა და კარნატაკაში, დამზადებულ ტრადიციულ კოლჰაპურის სანდლებს.
Prada-მ სანდლებს „ტყავის ფეხსაცმელი“ უწოდა, თუმცა მისი ინდური წარმოშობა არ უხსენებია. ინდოეთმა Prada კულტურულ მითვისებაში დაადანაშაულა. ამ სკანდალთან დაკავშირებით, Prada-მ BBC-სთან დაადასტურა, რომ სანდლები ტრადიციული ინდური ფეხსაცმლით არის შთაგონებული.
,,კომპანია ყოველთვის აფასებდა ოსტატობას, კულტურულ მემკვიდრეობას და დიზაინის ტრადიციებს. ამ თემაზე მაჰარაშტრას სავაჭრო, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის პალატას დავეკონტაქტეთ, რომელიც შტატში ცნობილი ინდუსტრიული სავაჭრო ორგანოა. გასულ კვირას, მისმა ხელმძღვანელმა წერილი მოგვწერა, სადაც ნათქვამია, რომ დიზაინი კომერციალიზებული იყო იმ ოსტატების დამსახურების გარეშე, რომლებმაც თაობების განმავლობაში შეინარჩუნეს მისი მემკვიდრეობა. სანდლები ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია და ჯერ არ დასრულებულა. Prada მზად იყო გაეზიარებინა იდეები და მჭიდროდ ეთანამშრომლა ადგილობრივ ინდოელ ოსტატებთან და ორგანიზება გაეწია შემდგომი შეხვედრებისთვის ამ საკითხის უფრო დეტალურად განსახილველად,’’ - განაცხადა Prada-ს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ხელმძღვანელმა, ლორენცო ბერტელიმ.
კოლჰაპურის სანდლები, რომლებსაც მაჰარაშტრას შტატში, იმ ქალაქის სახელი დაერქვა, სადაც ისინი იწარმოება, XII საუკუნიდან იღებს სათავეს. ტყავისგან დამზადებული და ზოგჯერ ბუნებრივ ფერებში შეღებილი ტრადიციული ხელნაკეთი სანდლები ინდოეთის ცხელი კლიმატიტასდმი გამძლეა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მონაცემებით, გეოგრაფიული ნიშანი მიუთითებს პროდუქტის წარმოშობაზე, რაც ავთენტურად ითვლება.
ინდოეთში, სანდლები რამდენიმე ასეული რუპია ღირს, ხოლო Prada-ს მიერ გავრცელებულმა მაღალმა ფასებმა საზოგადოება გააღიზიანა, თუმცა ბრენდის ვებსაიტზე ფასი არ არის მითითებული. მოდის სახლის მიერ გაყიდული სხვა სანდლების უმეტესობა დიდ ბრიტანეთში 600-დან 1000 ფუნტამდე ღირს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გლობალურ ბრენდებს ინდური ტრადიციული პროდუქტების მითვისებაში ადანაშაულებენ.
ასევე 2025 წლის კანის კინოფესტივალზე, Gucci-მ ბოლივუდის ვარსკვლავის, ალია ბჰატის ნაცვამი სარი კაბად წარმოაჩინა, რამაც უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. მაისის დასაწყისში, TikTok-ის ტენდენცია გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან დუპატას, სამხრეთ აზიის ტრადიციულ შარფს, სკანდინავიური შარფი უწოდა.
0
0