
გამოვხატავთ შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენების გამო, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტშია ნათქვამი.
დოკუმენტის მიხედვით, ეუთო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და ხელი შეუწყოს გამჭვირვალე და ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც საზოგადოების სურვილს გამოხატავს.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, აქტივისტებისა და მომიტინგეების თავისუფლად და უსაფრთხოდ ყოფნა და ხელი შეუწყოს გამჭვირვალე და ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ასახავს საზოგადოების ფართო მონაწილეობას და დაფუძნებულია დემოკრატიულ პრინციპებზე, მათ შორის ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებით და რუსული სტილის „უცხოელი აგენტების“ კანონის გაუქმებით;
გამოვხატავთ შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში არჩევნების შემდგომი მოვლენების გამო, მათ შორის მომიტინგეების, ოპოზიციის ლიდერებისა და მედიის წარმომადგენლების თვითნებური დაკავებების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ცნობების გამო, რაც დოკუმენტირებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ.”- წერია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტში „პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები“.
0
0