
უშველებელი რესურსი იხარჯება, რათა არაღიარების პოლიტიკა წარმატებული იყოს და ჩვენ ამას მივაღწიეთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე ქვეყანაა დარჩენილი, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული.
„სირიის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის უკან წაღება პოლიტიკური პოზიტიური დემარში იქნებოდა, მაგრამ ამის მხარდაჭერა და ოპოზიციის მხრიდან იმით მანიპულირება, რომ ხელისუფლება არ ითხოვს აღიარების უკან წაღებას, მართალი არ არის. ხელისუფლებამ გაცილებით დიდი რესურსი ჩადო იმაში, რომ არაღიარების პოლიტიკა წარმატებული ყოფილიყო. რამდენიმე ქვეყანაა დარჩენილი, რომელსაც აღიარებული აქვს. არ მგონია, ვენესუელაში იცოდნენ, აფხაზეთი ტერიტორიულად სად არის ისევე, როგორც სირიაში. უშველებელი რესურსი იხარჯება, რათა არაღიარების პოლიტიკა წარმატებული იყოს და ჩვენ ამას მივაღწიეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
0
0