საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

0
23

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.  ამ დროისათვის, სულ 13 გამოჯანმრთელებული პაციენტია.

პაციენტებს ორჯერადი ტესტი ჩაუტარდათ, შედეგი კი ორივე შემთხვევაში უარყოფითია.

გამოჯანმრთელებული მოქალაქეები 14-დღიან იზოლაციაში, სახლის პირობებში იქნებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები დააკვირდებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here