პრემიერ-მინისტრი მიუნხენში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

0
163

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია მიუნხენის 56-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება. კონფერენციის ფარგლებში მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს, საგარეო, იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრები შედიან.

მიუნხენი უსაფრთხოების 56-ე, ყოველწლიურ კონფერენციას 14-დან 16 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს. მიუნხენში 500-ზე მეტ მაღალი დონის საერთაშორისო გადაწყვეტილების მიმღებ პირს ელოდებიან.


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here