
რონალდინიო ბათუმს სტუმრობს. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ უმასპინძლა.
„დღეს, მთავრობის წევრებთან და ქალაქ ბათუმის მერთან ერთად მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, რონალდინიოს შევხვდით.
შეხვედრას იტალიური ბრენდის, Cipriani-ს ხელმძღვანელი ჯუზეპე ჩიპრიანი, ORBI Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და BLOCK Group-ის ხელმძღვანელი თორნიკე ჯანაშვილი ესწრებოდნენ.
მსგავსი ვიზიტები ბათუმისთვის საერთაშორისო ყურადღების მოზიდვისა და ჩვენი ქალაქის უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის შესაძლებლობაა.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ინტერესი ტურიზმის განვითარებას, ახალი საქმიანი კავშირების დამყარებასა და ადგილობრივი ბიზნესისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას ემსახურებოდეს“, – წერს ზურაბ პატარაძე სოციალურ ქსელში.
0
0
რონალდინიო ბათუმში იმყოფება
04/11/2026