
მსოფლიო საოპერო და საბალეტო საზოგადოება ჰოლივუდის ვარსკვლავის, ტიმოთი შალამეს განცხადებებით აღშფოთებულია და მსახიობისთვის პასუხის გაცემას აპირებს.
CNN-ის ეთერში გასული პროგრამის მსვლელობისას, ფილმ „მარტი დიდებულის“ ვარსკვლავმა გამოთქვა შიში, რომ კინოგაქირავებამ შესაძლოა ბალეტისა და ოპერის ბედი გაიზიაროს. მსახიობის აზრით, ამ ხელოვნების დარგების წარმომადგენლები ახლა მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ „ეს ყველაფერი ცოცხლად შეინარჩუნონ“, თუმცა სინამდვილეში „ეს უკვე არავის აინტერესებს“.
მსოფლიოს წამყვანი საბალეტო და საოპერო დასები შალამეს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოებით პასუხობენ, ყველაზე ირონიული მიდგომა კი სიდნეის ოპერამ აირჩია. დაწესებულებამ 14%-იანი ფასდაკლება გამოაცხადა „კარმენის“ ბილეთებზე ყველასთვის, ვინც გამოიყენებს პრომო-კოდს „ტიმოთი“.
0
0