
ანალიტიკოსი და მკვლევარი ლაშა კასრაძე მიიჩნევს, რომ ნეიტრალიტეტის პირობებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსები იზრდება.
ლაშა კასრაძემ რადიო „სივრცეში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველო კრემლში არ უნდა ასოცირდებოდეს, როგორც ბრიუსელის და ან ვაშინგტონის იარაღი.
,,არცერთი დიდი ძალაუფლება არ მიიღებს, რომ მის პერიფერიაზე უზარმაზარმა სამხედრო ალიანსმა მოიდგას ფეხი. თუ გავაგრძელებთ იგივე გზაზე ყოფნას, ცუდად დავასრულებთ“ - თქვა კასრაძემ.

მისივე აზრით, საქართველო თუ იტყვის, რომ არ იქნება პროქსი ქვეყანა, არ იქნება გამოყენებული როგორც ნატოს კანდიდატი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ, უსაფრთხოების პრობლემას მოხსნის და მიზნად გეოეკონომიკურ ჰაბად გადაქცევას დაისახავს, რუსეთთან დიალოგის წამოწყების შანსიც გაჩნდება.
„ნეიტრალიტეტი არის საშუალება, რომ რუსეთის საფრთხე ჩავხსნათ. თუ მივყვებით ნეიტრალიტეტის საგარო კურსს და ვამყარებთ ამ კურსს, ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა არც რუსეთი, არც აშშ, არც ჩინეთი და არც ეცროპა- ვამბობთ რომ არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას კონფლიქტში და არ გავხდებით პროქსი საკონფლიქტო რეგიონი არავისტვის. თუ ამან ინსტიტუციონალური სახე მიიღო და თუ უსაფრთხოების პრობლემას მოვხსნით, გამოვრიცხავთ ნატოს, დაიწყება თუ არა ტერიოტიული მთლიანობაზე საუბარი? შანსები ამ დროს უფრო გაიზრდება“- განაცხადა ლაშა კასრაძემ.
0
0