
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება.
ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება.
სასამართლომ სხდომის დახურვასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მანამდე განცხადება გააკეთა თავად ბრალდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც პროცესს ესწრება.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სხდომის დახურვას ეწინააღმდეგება. ღარიბაშვილის თქმით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებული, ცილისწამებაზე აგებულია და სურს, საჯარო პროცესებით საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს.
„ვეწინააღმდეგები ამ შუამდგიმლობას, სხდომის დახურვას ვეწინააღმდეგები. მინდა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. დიდი მნიშვნელობა აქვს, პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ ჩატარდეს, რათა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს ბრალდების უსაფუძვლობა. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ შუამდგომლობას და მოგმართავთ თხოვნით, ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0