
კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით საიუბილეო საღამო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
მისამართი: შოთა რუსათაველის გამზირი 25, თბილისი
საღამო ქართული ლიტერატურის კლასიკოსისა და გამორჩეული ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას 135 წლის იუბილეს ეძღვნება!
ღონისძიება მიეძღვნება მწერლის მდიდარ შემოქმედებით მემკვიდრეობას, მის განუმეორებელ მხატვრულ სამყაროსა და ფასდაუდებელ წვლილს ქართული ლიტერატურისა და კულტურის განვითარებაში.
რეჟისორი - გიორგი სიხარულიძე მხატვარი - თეო კუხიანიძე მონაწილეობენ:
მსახიობები ელდინო საღარაძე და ზვიად დოლიძე, ვოკალური ჯაზ-ანსამბლი „The Georgian Six“, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კაპელა, ანსამბლი „რუსთავი“, ანსამბლი
„მძლევარი“, გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ორკესტრი და სოლისტები.
საღამო გაიმართება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით.
0
0