პუბლიკაციები
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი

ნებისმიერი ომი, არსებითად, მის საფუძველში, ენერგიისთვის ბრძოლაა. ენერგია კი, თავის მხრივ, ის არის, რასაც ჩვენ სიცოცხლეს ვუწოდებთ. არაა გასაკვირი, რომ უკრაინა-რუსეთის ომში წინა პლანზეა ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: გაზსადენები, ნავთობი, ენერგიის დაზოგვა. აგერ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავის მოქალაქეებს ქამრების შემოჭერისკენ მოუწოდებს, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ ლაიაენი კი ევროკავშირის მოქალაქეებს ურჩევს, ორი გრადუსით დაუწიონ გამათბობლებსა და კონდიციონერებს[1]. თავის მხრივ, რუსეთისთვის დასავლეთზე ზეწოლის კარგი იარაღია ნავთობისა და გაზის საკითხებით მანიპულაცია. ევროკავშირის ქვეყნების და, მათ შორის, მისი მოწინავე ეკონომიკის - გერმანიის ინდუსტრიული სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი დამოკიდებულია რუსულ გაზზე.

19/07/2022

13:34

რატომ არის ჩვენი მედია შიზოფრენიის წყარო?

ტელევიზიის და ზოგადად მედიის მთავარი ფუნქცია იყო ის, რომ რეალური, გადამოწმებული ინფორმაცია მიეტანა საზოგადოებამდე. ზოგადად რეალობა ფილოსოფიური კონცეფტიაა და შეიძლება ითქვას, რომ რეალობა ქმნადია, რადგან რასაც მედია წარმოაჩენს მხოლოდ ის იქცევა „რეალობად“, ხოლო ის რაც მედიის მიღმა რჩება, ის „რეალობის“ კატეგორიიდან ამოვარდნილია. მის შესახებ ან საზოგადოება ვერაფერს იგებს, ან საკმაოდ გვიან იგებს. მაგრამ ყოველთვის არსებობს რეალობის შეთანხმებული კატეგორიები, რომლითაც საზოგადოება ანიჭებს ერთ მოვლენებს უფრო მნიშვნელოვან როლს, ვიდრე მეორეს. გარკვეულწილად რეალობის შექმნაში შეუძლებელია მონაწილეობდეს მხოლოდ ერთი მხარე, მასში მონაწილეობს როგორც პოლიტიკური ძალები, ისე მედია და საზოგადოება, ამიტომ იგრძნობა განსხვავება პროპაგანდასა და ინფორმაციას შორის. პროპაგანდა ცალმხრივიად ქმნის „რეალობას“, მის შექმნაში საზოგადოება არ არის ჩართული, ამიტომ საზოგადოება გრძნობს პროპაგანდის მიერ მოწოდებული „რეალობის“ სიყალბეს.
რითია დაკავებული ქართული ტელევიზიები, მაგალითად რითია დაკავებული ტვ პირველი, მთავარი, ფორმულა? ისინი ქმნიან ხელოვნურ დაპირისპირებებს და სკანდალებს, ჭარბ რეალობას ყველაფერში რასაც ეხებიან. მათ საინფორმაციო სიუჟეტებში და პოლიტიკურ შოუებში ჭარბი ემოციები, ჭარბი მოლოდინები, ჭარბი დაპირისპირებები, მოვლენების გაშუქების მაღალი ტემპი, რომელიც არ იძლევა დაფიქრებისა და გაანალიზების საშუალებას, ქმნის აპოკალიტურ და ნიჰილისტურ სურათს. ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს ემოციურად იწურება, მისი ნება და ფსიქოლოგიური თავდაცვით უნარები ქვეითდება, ჩნდება აგრესია, ჩნდება ისტერიულობა და შიზოფრენიული ნიშნები. არსებობს კიდევ ერთი გზა, რომელსაც თბილისელების 66% მიმართავს, კონკრეტულად კი ის, რომ აღარ უყურებენ ტელევიზიებს. ამ მოვლენას დავარქვათ „ტელევიზიებსიგან გაქცევის“ სინდრომი.
სოციალურ ქსელში ჩანს განსხვავებული რეალობები. ერთი მხრივ ტელევიზიები გველაპარაკებიან საზოგადოებაში არსებულ დაპირსპირებებზე, მეორე მხრივ საზოგადოება სოციალურ სივრცეში ახერხებს აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ერთმანეთთან ურთიერთობას და დიალოგს, იმ შემთხვევაში თუ კი სოციალურ სივრცეში არ არიან
ჩართულები ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებიც ქმნიან ბაბლებს, რომელიც ასრულებს იმ როლს სოციალურ სივრცეში, რა როლსაც ასრლებს ტელევიზიები, ანუ ქმნიან დაპირისპირებას და ტოტალურობსი განცდას, რომ ისინი ყველგან არიან და ყველაფერში.
საკმარისია 100-200 იუზერის, ხშირ შემთხვევაში ფეიქ-ექაუნთების დაბლოკვა, რომ შენ აღმოჩნდები განსხვავებულ რეალობაში და აღმოაჩენ, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა, დისკუსიები, განსხვავებულთან თანამშრომლობა და ა.შ. ესე იქმნება ორი რეალობა, რეალობა რომელსაც ჟურნალისტები ტელევიზიების მეშვეობით
და აქტივისტები სოციალური მედიის და სივრცეში აქტურობით ქმნიან და ის რეალობა რაც საზოგადოებაშია. ორი რეალობა იწვევს საზოგადოებაში „შიზოფრენიულ“ ტენდენციების გაჩენას.  მინდა გავიხსენო დელეზის და გვატარის წიგნი: „ანტი-ედიპოსი: კაპიტალიზმი და შიზოფრენია“, სადაც პრაქტიკულად ჩვენი რეალობაა ნაჩვენები. თუ კი ტოტალიტარიზმი ქმნის პარანოიას (სადაც ადამიანი მოელის სხვაში მთავრობის ფარულ აგენტს, ხალხის მტერს და ა.შ), ლიბერალიზმი ქმნის შიზოფრენიას. შიზოფრენიკი არ არის აუტისტი, რომელიც სოციალურ ცხოვრებიდან არის გარიყული, რომელიც იმყოფება საკუთარ ფანტაზიურ სამყაროში, ის არის ადამიანი რომელიც მთლიანად „გადართულია“, რომელიც დამოკიდებულია კონვეირულ პროცესის „შემოთავაზებებზე“. რადგან ის მთლიანად
გაუცხოებულია საკუთარ სურვილებისგან და არ შეუძლია გაიგოს რა უნდა სინამდვილეში, ამიტომ შეზოფრენიკი ყოველთვის არის ისეთი, რომელიც ინტერესდება საინფორმაციო კონვეირით. ამ პროცესში გაუგებარი ხდება თუ რა არის „მე“,  თუ მას გამოაცლი იმ „სურვილებს“, იმ განწყობებს რასაც კონვეირული სისტემა უქმნის, თუ კი გამორთავ ამ პროცესიდან დარჩება ცარიელი „მე“. ამიტომ კვაზური სუბიექტურობა, რელეტივიზმი, ისეთ ცარიელ „მე“-ს ქმნის, რომელიც გაუცხოებულია საკუთარ თავისგან, ესმის მხოლოდ ვირტუალური სივრცეში ჩართული ფლეშ-მობები. მაგალითად ის გაუცხოებულია საკუთარ სოციალურ ცხოვრებისგან, მას არ შეუძლია საბანკო პროცენტზე, კომუნალური გადასახადის გაზრდაზე, მძიმე სოციალურ ცხოვრებაზე გამოვიდეს, მაგრამ ესეთ ადამიანისთვის „სააკაშვილის შიმშილი“ ან მსგავსი მოვლენა რომელიც მედიის კონვეირულ სისტემისგან ეუბნება რომ მთავარი საკითხია მის ცხოვრებაში, იქცევა მმრთლაც მთავარ საკითხად ამ ცარიელ „მე“-სთვის.
ესე იქმნება შიზოფრენიული რეალობა, სადაც ადამიანი დაცლილია საკუთარი თავის გაგების ყველანაირ საშუალებებთან, ის ცხოვრობს იმ რეალობაში, თუ ანტი-რეალობაში რომელსაც საინფორმაციო კონვეირი თავაზობს, ეს კონვეირი კი არ აპირებს გაჩერებას.

02/07/2022

14:19

დასავლეთი, რუსეთი, საქართველო - ოთხი ხედვა

დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტი საგარეო, გეო-პოლიტიკურ შეხედულებათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამ მხრივ, შეგვიძლია გამოვყოთ ოთხი ძირითადი ხედვა. ამ ოთხი ტიპის ხალხს, აქვთ ტელევიზიები, ჰყავთ პარტიები და მეტ-ნაკლებად იდეოლოგიზებული მხარდამჭერები. სწორედ ამ ოთხის დაპირისპირება და ბრძოლის შედეგი განსაზღვრავს მეტწილად საქართველოს უახლოესი ათწლეულების მომავალს.
1. პირველ კატეგორიას რადიკალი პროდასავლელები წარმოადგენენ. ეს ხალხია, რომლებისთვისაც დასავლეთი არის ხსნა და ფინანსების წყარო. მათთვის მთავარია, რომ ჩვენ ვიყოთ დასავლეთის ნაწილი და ეს რის ფასად მიიღწევა, არ აქვს მნიშვნელობა. ასეთები, ყველაფერზე არიან წამსვლელები - რუსეთთან ომზე, ქვეყნის დაზიანებაზე, ადგილობრივი მოსახლეობის რეპრესიაზე - ოღონდაც დასავლეთი იყოს. თანაც, მათი გაგება დასავლეთისა არის ლიბერალურ-სამომხმარებლო; ეს არის დასავლეთი, რომელიც არის ერთგვარი „სამომხმარებლო კულტურის მექა“; მათ ფსევდო-რელიგიური აღტკინების უკან იმალება გვიანი ხანის „ჰომო სოვიეტიკუსის“ კომპლექსები: რომ „მერსედესი ჯობს ჟიგულს“, „როკი აკრძალული ხილია“, „რომ დასავლეთში სექსი არის (განსხვავებით საბჭოთა კავშირისა)“. ფაქტია, რომ გვიანი საბჭოთა და ადრეული პოსტ-საბჭოთა ეპოქის კომპლექსები ქართულ პოლიტიკას დიდწილად განსაზღვრავს.
ამ სეგმენტს ახასიათებს საწინააღმდეგო აზრისთვის „რუსეთუმეს“ იარლიყის მიკერება. ამ კატეგორიის ხალხი ძირითადად გვიანი „ჰომო სოვიეტიკუსის“ იდეური ან გენეტიკური მემკვიდრეები არიან. ასეთი ადამიანებისთვის აზრი არ აქვს იმის თქმას, რომ დასავლური დოვლათი, დასავლური კეთილდღეობა კოლონიალიზმის შედეგია და რომ ლიბერალურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, შეიძლება სუვერენტიტეტის დათმობას ნიშნავდეს. ამ ხალხისთვის დასავლეთი არის აბსოლუტური სიკეთე, ხოლო რუსეთი- აბსოლუტური ბოროტება.
2. მეორე კატეგორიის ხალხს ზომიერი პროდასავლელები შეიძლება ვუწოდოთ. ისინი პროდასავლურ კურსს ემხრობიან, მაგრამ არ იტანჯებიან აგრესიული რუსოფობიით და დღევანდელ დასავლეთს უფრო პრაგმატულად უყურებენ. ამ კატეგორიის ხალხი მოქმედებს დევიზით: „შევიდეთ დასავლეთში, მაგრამ შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურა“. მათ მაგალითად მოჰყავთ უნგრეთი და პოლონეთი, რომლებიც არიან ევროკავშირში, მაგრამ, ავად თუ კარგად, კონსერვატიული და ეროვნული დღის წესრიგის გატარებას ახერხებენ.
ამ მეორე კატეგორიაში, თავის მხრივ, შეგვიძლია გამოვყოთ ორი ქვეკატეგორია - პირველი, რომელიც მომხრეა, რომ ევროპისკენ სვლის პარალელურად, აქტიური მოქმედებები ვაწარმოოთ რუსეთთან. ეს ქვეკატეგორიის ხალხი მულტი-ვექტორულობის პოლიტიკას აღიარებს.
მეორე ქვეკატეგორიის ადამიანები კი, ამგვარ მოქმედებებს უაზრობად მიიჩნევენ, რადგან „რუსეთმა უკვე ბევრჯერ მოგვატყუა“ - ასეთები, არ იაზრებენ რუსეთმოძულეობისა და დასავლეთმადიდებლობის მანიქეველურ ნარატივს, მაგრამ რუსეთთან რაიმე ტიპის დიალოგს უაზრობად მიიჩნევენ. მათ მაგალითად მოჰყავთ ის უამრავი ტკივილი, რაც რუსეთმა მოგვაყენა - ოკუპაცია; 2008 წლის ომი; 90-იანი წლების მოვლენები; 78 წლის მოვლენები, როდესაც რუსეთს უნდოდა ქართული ენის ოფიციალური სტატუსის გაუქმება; ქართული მართმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება; მე-19  საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ანექსია; ერთი სიტყვით, ამ ქვეკატეგორიის ეროვნული ხალხი იაზრებს ლიბერალური დასავლეთისგან მომავალ კულტურულ საფრთხეებს. თუმცა, ლგბთ-პრაიდის ჩატარების მცდელობა,  დასავლეთის ნეოკოლონიური პრაქტიკები და არასამთავრობო სექტორის თავგასულობა, ჯერ კიდევ ვერ გადაწონის რუსეთის მიერ ბოლო 220 წელიწადში საქართველოსთვის მოყენებულ ტრავმებს.
3. არსებობს მესამე კატეგორიის ხალხი, რომელიც საერთოდაც მიიჩნევს, რუსეთი არის ჩვენი გეოპოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი. ასეთები ფიქრობენ, რომ გეოპოლიტიკური გარდატეხები საქართველოს აქცევს რუსეთის გავლენის ზონად; ისინი ფიქრობენ, რომ ეროვნული კულტურისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის, ასევე ტერიტორიების აღდგენისთვის, საჭიროა რუსეთის გეოპოლიტიკურ ორბიტაზე აღმოჩენა. ხშირ შემთხვევაში, ამის დასტურად მოჰყავთ საერთო რელიგია და გეოპოლიტიკური გარდაუვალობა, რასაც მრავალპოლუსიანი სამყარო დაბადებს.
მათთვის დასავლეთი არის დირექტივების, არასამთავრობოებისა და ლიბერალური მავნებლობების წყარო, რომელთაგან სრულყოფილი დახსნის საშუალებად მიჩნეულია ჩრდილოური საგარეო ორიენტაცია. მათთვის სუვერენიტეტის ამაღლების გზა გადის კონსერვატიულ გეოპოლიტიკურ სივრცეზე. ისინი მიყვებიან პრაგმატიზმს და მიიჩნევენ, რომ რუსეთმა ბევრი კი გვავნო, მაგრამ, ამავდროულად, შემოიტანა მთელი რიგი სიკეთეები: განათლების სისტემა, ოპერა, მეტრო, ურბანიზაცია, დაგვიცვა მუსულმანური კულტურის გავლენისგან, აჭარა დაუბრუნა საქართველოს, შექმნა პირობები ქართული კულტურის რენესანსის პერიოდისთვის (მეოცე საუკუნის 60-იანი - 80-იანი წლები); ერთი სიტყვით, ეს კატეგორია რუსეთის მიერ ჩვენთვის გაკეთებულ „კარგზე“ აპელირებს და „ცუდის“ წარსულში დატოვებას და რუსულ-ქართული ურთიერთობების განახლებას ესწრაფვის.
4. მეოთხე კატეგორია პირველს მოგვაგონებს. თუ პირველისთვის დასავლეთია ხატი და საფიცარი, მეოთხე კატეგორიის ხალხისთვის ასეთია რუსეთი. ამ კატეგორიაში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველო სახელმწიფოებრიობის ღირსი არ არის. ზოგი მათგანი იმასაც კი მიიჩნევს, რომ რუსეთის გუბერნიად ქცევაც ნორმალურ პერსპექტივაა. ამ ხალხისთვის, დასავლეთი არის აბსოლუტური ბოროტება, ხოლო რუსეთი აბსოლუტური სიკეთე.

28/06/2022

12:21

საქართველო - კანდიდატობა და ევროკავშირი

საქართველოში არსებობს პოლიტიკური კულტურის ერთი მეტად მანკიერი მოვლენა, რამაც ჩვენს ცნობიერებაში მყარად მოიკიდა ფეხი. ეს არის პოლიტიკურ მოვლენათა ფსევდო-რელიგიური აღტკინებით ყურება. ეს აღტკინება განპირობებულია რეალობის მიუღებლობით, ერთგვარი სურვილით, რომ ყველაფერი სხვაგვარად იყოს. ეს მორალური აზრით გასაგებია - რეალობის აღიარება არ სურს პატარა ქვეყანას, რომლის კისერზეც ისტორია თავის წისქვილის ქვებს მონდომებით ატრიალებდა. ჩვენი საზოგადოების ნაწილში გამჯდარი ეს მანკიერება, ეს ისტერიულობა, რეალობის მიუღებლობა არაცნობიერი პასუხია ისტორიისთვის, ხოლო ამ რეაქციაში გაჯიუტება, უკვე ნახევრად-ცნობიერი შურისძიებაა ისტორიის მიმართ - „რეალობამ არ გვაღიარა ჩვენ, არც ჩვენ ვაღიარებთ რეალობას“.
ამგვარი ვითარება თანდათან სწორდება. ჩვენში თანდათან იღვიძებს რაციონალიზმი, პრაგმატიზმი. ეს არის აუცილებლობა, რაც  თვითგადარჩენის ინსტინქტით არის ნაკარნახევი. მართლაც, ქართული კოლექტიური არაცნობიერიდან დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ამოხეთქილმა და ქართულ მედია-სივრცეში დანთხეულმა ისტერიულობამ მიაღწია იმ დონეს, რომელიც ამ ისტერიულობას აუტანლად ხდის და საპირისპირო მხარეს აუცილებელი მოქმედებისკენ აღძრავს.
ჩვენს შემთხვევაში ერთი ამგვარი ტესტი იყო საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა. ამ მცდელობაზე რეაქცია იყო მისასალმებელი - აქ ჩვენ დავინახეთ პრაგმატიზმი და ეროვნული ინტერესების წინა პლანზე წამოწევა; ჩვენ დავინახეთ უკუგდება იმ „კოლექტიური ყორღანაშვილობისა“, რომელთაც ერთი სული აქვს საკუთარი ქვეყანა ლანგრით მიართვან გარეშე ძალებს. ჩვენ დავინახეთ უკუგდება მედია-ინჟინერიის ბნელ კუნჭულებში დაწერილი გეგმებისა, რომელიც ტვინებს გვიჭედავდა პრიმიტიული ფორმულით: „აბა, მიდით ბიჭებო, რუსები გასულები არიან, და შედით აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში“.
ამგვარი სიმშვიდისა და სიბრძნის მეორე მნიშვნელოვანი ტესტია ქართველი ხალხის რეაქცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მიღების შესახებ. ცხადია, კანდიდატის სტატუსი იქნებოდა ერთგვარი დადასტურება იმ რეფორმებისა, რაშიც თავად ევროკავშირის მიხედვითაც, ჩვენ ვუსწრებთ უკრაინასა და მოლდოვას. თუმცა, ჩვენ გვესმის ასევე ისიც, რომ ევროკავშირს აქვს პრობლემები. ის ყველანაირად ეცდება პოტენციურად უარყოფითი გადაწყვეტილების (არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინისა და მოლდოვასთან მიმართებაშიც) შემთხვევაში, პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას და ამ სამ ქვეყანაზე გადატანას. ამგვარი ნიადაგის შემზადებას ჰგავს მათ მიერ რეზოლუციაში ნოდარ მელაძის ფეიქების დონის ტყუილების ჩაწერა, რომ თურმე მ. სააკაშვილს არ ეძლევა საშუალება კერძო კლინიკაში გადაყვანის; ეს ხდება მაშინ, როდესაც სააკაშვილი ამ მომენტში სწორედაც კერძო კლინიკაში იმყოფება. რომ თურმე დ. კეზერაშვილი ლამის მედია-დევნილია. ანუ, ერთი სიტყვით, მათ გააკეთეს ერთგვარი შემამზადებელი ნაბიჯი, რატომაც შეიძლება უარი იყოს ნათქვამი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობაზე. თუმცა, მიზეზი უფრო სხვაა. ევროკავშირს ამ ეტაპზე არ სურს გაფართოება. ის დგას გარკვეული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე და მათი მხრიდან თუნდაც ცრუ იმედების შექმნაც შეიძლება ერთგვარად ზედმეტად ჩანდეს.
თუმცა არსებობს მეორე შესაძლებლობაც: რომ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, რათა შემდეგ ორ ათწლეულში რეგიონში მშვიდი სინდისით აწარმოონ „ღია კარის პოლიტიკა“. ასეა თუ ისე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკა არ არის ცალკარას თამაში: თუ საქართველოს სჭირდება ევროპა, ევროპასაც სჭირდება საქართველო. ჩვენ უნდა შევძლოთ და მათ პირდაპირ ვათქმევინოთ სათქმელი. სწორედ ეს იქნება გონივრული და პრაგმატული მიდგომა, და არა კანდიდატის სტატუსისგან „წმინდა ძროხის“ შექმნის მცდელობა, რაც, სამწუხაროდ, პოლიტიკური სპექტრის გარკვეულ ნაწილში შეინიშნება.

24/06/2022

14:42

ევროპის მითი - რა გვიშლის ხელს ევროპულ ცივილიზაციად ჩამოვყალიბდეთ

იდეოლოგია ადამიანებს ყოფს, მაგრამ მითი საზოგადოებას აერთიანებს. მარტივია გააკრიტიკო ლიბერალიზმი, კოსერვატიზმი, სოციალიზმი, მაგრამ რთულია მითების გაკრიტიკება. 20 ივნისს ჩვენ ვნახეთ „ევროპის“ მითი, რომლის ირგვლივადაც გაერთიანდა როგორც ხელისუფლების მხარდამჭერები, ისე ოპოზიციის. აქციაზე ჩვენ ასევე ვიხილეთ ნეიტრალური და აპოლიტიკური საზოგადოების ნაწილიც. ყველა ეს ადამიანი იყო გაერთიანებული „ევროპის“ მითის ირგვლივ. მითი იმის მითია, რომ მისი კონკრეტიზაცია შეუძლებელია, შეუძლებელია დასვა შეკითხვა, თუ რა არის ევროპა, როგორია იყო ევროპელი, საერთოდ შეიძლება რაღაც ერთი ტიპის აზროვნებასთან, ერთი ტიპის ცნობიერებასთან გვქონდეს საქმე როდესაც ევროპაზე ვსაუბროთ?! თუ ეს არის მრავალი ცნობიერების, მრავალი ღირებულების ერთობა, ერთ პოლიტიკურ და სოციალურ სისტემაში? ყველა ეს შეკითხვა აზრს კარგავს, რადგან მითი არაა კონკრეტიზებული, მითი გვეუბნება, რომ „ყველაფერი კარგი“ არის ევროპა, ხოლო რაც ევროპა არ არის, „ყველაფერი ცუდია“. ეს არის რელიგიური ცნობიერება და ამ ცნობიერების, ამ მითის ირგვლივ საზოგადოება ერთიანდება, ერთიანდება როგორც ლიბერალი, ისე კონსერვატორი, როგორც სოციალისტი, ისე ნაციონალისტი.
არ მინდა მკითხველმა იფიქროს, რომ მე ვაკრიტიკებ ევროპულ ცივილიზაციას, არამც და არამც, ჩემი კრიტიკის ობიექტია რელიგიური წარმოდგენა ევროპაზე. რა არის ევროპა, ამაზე ბევრი ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ ნათელია რომ ევროპა თავისი არსით არის თვითკრიტიკული სივრცე, რომელიც მუდამ საკუთარი თავის კრიტიკაზე და გადაფასებებზეა აგებული. ამიტომ, მან მოახერხა ისტორიაში არაერთხელ სისტემური და ღირებულებითი გადალახვა და განახლება. მითი კი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გადააფასო რაღაცეები, მითი მოითხოვს რელიგიურ თაყვანისცემას.
ჩვენთან არ ისმევა შეკითხვა, რა სირთულეები დაგხვდება ევროკავშირში, როგორი იყო ბულგარული, რუმინული და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპული გამოცდილებები, რა სარგებელი და სირთულეები ნახეს მათ ამ გზაზე და ა.შ არ ხდება კვლევები, არც სხვის გამოცდილებაზე ვსაუბრობთ. ამ ყველაფრის ნაცვლად, ევროპული იდეას, ჩვენ ვატარებთ რელიგიურ-მითოლოგიურ ასპექტში. ვაწყობთ უამრავ ღონისძიება-რიტუალებს ევროპაზე, ვახდენთ ევროპის კარნავალიზაციას, ყველგან ვკიდებთ ევროკავშირის დროშებს, უამრავი პერფორმანსი იდგმება  და ამ პროცესში ვერც კი ვამჩნევთ, რამდენად ვშორდებით თავად ევროპულ „განმანათლებლობის“ იდეას.
ამ ყველაფერზე კი დაშენებულია ქართული პოლიტიკა, ქართველი პოლიტიკოსები იდეოლოგიაზე არ მსჯელობენ, არ მსჯელობენ ლიბერალიზმზე და კონსერვატიზმზე, არ მსჯელობენ თავისუფალ ბაზარზე და სოციალურ თანასწორობაზე, არამედ ორივე ევროპელობის მითშია. ორივე მხარე, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, საკუთარ თავს „ევროპელად“, „პროდასავლელად“ მოიხსენიებს, ხოლო მოწინააღმდეგეს „პრორუსად“, „რუსეთუმედ“ რაცხავს. ამ პროცესით კი ჩვენ მთლიანად ვცდებით ევროპულ დისკურსს, ევროპულ აზროვნებას და ევროპულ თვითკრიტიკულ ტრადიციებს.
შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად რაც ხელს გვიშლის ჩვენ ევროპულ ცივილიზაციად ჩამოვყალიბდეთ, ამჯერად, სწორედ „ევროპელობის“ რელიგიურ-მითოლოგური წარმოდგენებია.

24/06/2022

14:38

პატარა ქვეყნის ტრაგედია

ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის, ტრაგედია, უპირველეს ყოვლისა, უუნარობაა, დავინახოთ საკუთარი თავი, გავაცნობიეროთ საკუთარი ინტერესები და გეგმაზომიერად ვიმუშაოთ მათზე.
მამარდაშვილი საბჭოთა კავშირის დაშლის წინ ამბობდა, რომ დამოუკიდებლობისას უამრავი სიმახინჯე ამოვიდოდა ზედაპირზე, რაც მონობაში დაგვიგროვდა. ამ სიმახინჯეთა შორის, უპირველესია უუნარობა, რომ საკუთარ თავს დავარქვათ „ჩვენ“. „ჩვენ“ - გულისხმობს ცოდნას იმისა, თუ რა გვინდა; ის გულისხმობს პოლიტიკურ სუვერენიტეტს, ჯანსაღ ოპონირებას ქვეყნის განვითარების საკითხზე, ქვეყნის მოწესრიგებას, შიდა თუ გარეგანი მავნებელი ფაქტორების როლის შემცირებას, განვითარებულ ეკონომიკას, ძლიერ ოჯახს, ჯანსაღ საზოგადოებას. ეს ყოველივე კი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოვიხსნით „ვარდისფერ სათვალეს“ და კერპთაყვანისმცემლური აღტკინებით აღარ დავეწაფებით ფორმულებს - „ხსნა ევროკავშირშია“, „რუსეთი გადაგვარჩენს“, „ნატო ჩვენი ბუნებრივი ადგილია“.
გასაგებია, რომ ამ ფორმულებს ასაზრდოებს ერის კონკრეტული არაცნობიერი ტრავმები: ევროკავშირში ხსნა იმიტომ გვგონია, რომ რუსეთისგან მოყენებული ჭრილობები ჯერ კიდევ ცოცხალია; რუსეთი მხსნელად იმიტომ ევლინება ბევრს, რომ ევროკავშირს ვიაზრებთ, როგორც ლიბერალურ ზე-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს, რომელიც ჩვენს კულტურას ეწინააღმდეგება და „ვაის, ისევ ვუი“ გვირჩევნია.
ეს არის ტრაგიზმი ჩვენი ქვეყნის, ტრაგიზმი ქვეყნისა, რომელიც ცივილიზაციათა გზაგასაყარზეა და რომლის ზოგიერთ შვილს სხვათა მსახურების დაუცხრომელი ჟინი ამოძრავებს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, რომელიც მუდამ „ვაისა და ვუის“ შორის ირჩევს. პრობლემა სწორედ თვითცნობიერებაა, გაცნობიერება იმისა, რომ „ვაისა და ვუის“ შორის ვირჩევთ. ცხადია, ბევრი იტყვის, რომ „ჩვენ არაფერსაც არ ვირჩევთ“ და ისე იქნება, როგორც „დიდი ბიჭები“ გადაწყვეტენ; შესაძლოა, ეს ნაწილობრივ ასეა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. უბრალოდ, ეს ისტორიული ფონი, რომ სხვების გამო ერთმანეთი უნდა ვხოცოთ (მენტალურად თუ ფიზიკურად), გვაფერხებს მივაღწიოთ ღირსეული კეთილდღეობის იმ ზედა თამასას, რასაც ჩვენი გეოპოლიტიკური გაბარიტები თუ ეკონომიკა გვიდგენს.
ამგვარ ორობით მოდელისგან თავის დასაქცევად კარგი მაგალითია ისრაელი.  ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ ისრაელივით უნდა ვიყოთ. კი, უნდა ვიყოთ. მაგრამ ... არსებობს მარავალი ფაქტორი,  რის გამოც ვერ ვიქნებით ისრაელი. ეს, პირველ ყოვლისა, ჩვენი ეთნოფსიქოლოგიაა. ისრაელმა ორი მსოფლიო რელიგია შექმნა. ჩვენ სხვა ტიპის ფსიქოლოგიის ხალხი ვართ. ჩვენ გვინდა ვიყოთ რაღაც დიდი სივრცის ნაწილი, რომელმაც უნდა უზრუნველგვყოს ფართო ასპარეზით, ხოლო როდესაც ეს დიდი სივრცე უარს გვეუბნება, ჩვენ გვეუფლება საშინელი იმედგაცრუება, რომელიც სავსეა საკუთარი პროვინციული მდებარეობის აღქმითა და ტრაგიზმით.
სწორედ დიდ სივრცეში ჩვენს სწრაფ ინტეგრაციაზე დგას ერის ფსიქოლოგიური გაჯანსაღების ერთ-ერთი გასაღები, რომელიც ტრაგიზმის დაგროვილ ენერგიას შემოქმედებითად გარდაქმნის და შეგვაქმნევინებს კულტურას, რომელიც მუდამ იყო ჩვენი ფარული ტრაგიზმის გამოვლინება.

23/06/2022

13:31

ომი და კასტრაცია

დაახლოებით 1 წლის წინ სრულიად შემთხვევით გადავიკითხე ჰემიგუეის „The Sun Also Rises”, რომელიც თავდაპირველად 1926 წელს გამოქვეყნდა, ხოლო 1 წლის შემდეგ ლონდონში გამოსცეს ახალი სათაურით - „ფიესტა“. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მეორე სათაური უფრო წარმატებული აღმოჩნდა.
თანამედროვე ადამიანისათვის ომი, წესისამებრ, სრულიად უსაზრისო და ბარაბაროსული (არაცივილიზებული) პერფორმანსია. ამ მხრივ, ომისადმი დამოკიდებულება ძალიან ჰგავს სიკვდილისადმი მიმართებას, რომელიც დღეს, საზოგადოდ, გაძევებულია დასავლური საჯარო სივრციდან. დალაი-ლამას დავესესხები, რომლის თანახმადაც, „თანამედროვე ადამიანი ისე ცხოვრობს, თითქოს სიკვდილი არ არსებობს, ხოლო ისე კვდება, თითქოს არც უცოცხლია.“ არადა, ომი ისევე გარდაუვალია, როგორც სიკვდილი. თუმცა, პოსტმოდერნული „ზმანების სამყარო“ ცდილობს ორივეს გაექცეს.
ჰემინგუეისთან ჯერ კიდევ არსებობს ამბივალნტური მიმართება ომისადმი, რაც „ფიესტაში“ არატრივიალურად გამოიხატა. პროტაგონისტმა და მთხრობელმა ომის ღვთაებას, ამავე რომანის სხვა პერსონაჟის სიტყვები რომ გავიმეორო, „ყველაზე ძვირფასი რამ შესწირა“. ეს ევფემიზმი იმას ნიშნავს, რომ მან საბედისწერო ჭრილობის გამო დაკარგა სქესობრივი პოტენცია. ცხადია, ეს მეტაფორა, ერთი მხრივ, მადამ სტაინის ცნობილ ფრაზას გვახსენებს „დაკარგული თაობის“ შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, პარადოქსულად, დაუსრულებელი ეროტიკული ლტოლვისა და ობსესიის გამოხატულებაცაა. მაგრამ, განსხვავებით ჰემინგუეის მომდევნო რომანისაგან („მშვიდობით, იარაღო!“), „ფიესტაში“, საზოგადოდ, არ გვხვდება პაციფისტური პათოსი. სამაგიეროდ, არის ორი სიმბოლური ქრონოტოპოსი - პარიზული ბოჰემა და კორიდა.
პარიზული ბოჰემა და გაუთავებელი სმა სხვადასხვა კაფეებეში - ესაა, რაც ჰემინგუეის რემარკთან აახლოებს და, ამავე დროს, მკაფიოდ გახაზავს იმ განცდას, რასაც „ომი, როგორც დაკარგული დრო“ - შეიძლება ვუწოდოთ.
მაგრამ, სრულიად მოულოდნელად, ჩნდება ომის სიმბოლური სუბსტიტუტი _ კორიდა, როგორც განსაცდელის „ხელოვნური“ ქრონოტოპოსი, რასაც გოტფრიდ ბენი სხვა კონტექსტში „პროვოცირებულ ცხოვრებას“ უწოდებდა.
ფიესტა - ესაა დღესასწაული. ხოლო დღესასწაული, როგორც გვახსოვს, თავისი წარმოშობით რიტუალთან და კულტთან არის დაკავშირებული, რასაც შესანიშნავად გვიჩვენებს თავად ქართული სიტყვაც. დღესასწაული ამოღებულია ყოველდღიური საქმიანობისა და შრომის რიტმიდან - ესაა განსაკუთრებული, მოცალეობის ჟამი, რომლის შინაარსიც საზეიმო თავყანისცემაა.
როცა ზეიმი კარგავს თავის ონტოლოგიურ შინაარსს, რჩება ორი რამ - დროსტარება და პროვოცირებული განსაცდელი, როგორც ნამდვილი ცხოვრების ჩანაცვლება - შინაგანი სულიერი გამოცდილების კასტრაცია.

31/05/2022

13:26

საქართველოს ორი საფრთხე

უკრაინაში მიმდინარე ომმა და საქართველოს ომში შეთრევის მცდელობამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, მნიშვნელოვანი ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე დგას.
პირველ ყოვლისა, ეს გამოწვევაა „შიდა ბარბაროსები“, ე.წ. მეხუთე კოლონა. ისინი შეპყრობილნი არიან დასავლეთისადმი არასრულფასოვნების კომპლექსით და საკუთარ თავს ქართველი ერის ნაწილად კი არ მიიჩნევენ, არამედ იმად, ვინც დიდ იმპერიებს (არ აქვს მნიშვნელობა რომელს) საკუთარი სამშობლო ლანგრით უნდა მიართვას. ეს, ცხადია, განპირობებულია იმით, რომ ისტორიულად, საქართველო მეტწილად პერიფერიული ქვეყანა იყო. პერიფერიულობამ კი შვა ისეთი მოვლენა, როგორც არის უცხოსადმი განსაკუთრებული „მოწიწება“. არაა გასაკვირი, რომ ქართულ ენაში დაიბადა ანდაზა - „შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო“. ქართველთა ნაწილს შინაურის ჭკვიანურ ნათქვამს უცხოელის „ინსტრუქცია“ ურჩევნია - ამით ისინი ლეგიტიმაციის წყაროს იღებენ; ლეგიტიმაცია კი, ძირეული აზრით, სიცოცხლის გაგრძელების უფლებაა. უცხოელთა ასეთ მოტრფიალეებად, დღეს, ჩვენი ერისდა სამწუხაროდ, ქართველი ლიბერალები გვევლინებიან - ისინი ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩართვას, მათთვის მთავარია დიდი გეოპოლიტიკური თამაშის პატარა ჭანჭიკები ვიყოთ და რუსეთს „ნიღაბი ჩამოვხსნათ“. მერე რა, თუ ამის ფასი იქნება - სისხლი, მრავალი დაკარგული სიცოცხლე, და რაც ყველაზე ჯოჯოხეთურია ჩვენთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვა.
მოდით ვიკითხოთ: როგორ პოლიტიკურ ფორმაში არიან ლიბერალები? აშკარაა, რომ ქართულ კოლექტიურ აზრში გაიელვა თვითგადარჩენის სხივმა - „ლიბერალიზმში ვერ გადავრჩებით და დავკარგავთ ყველაფერ ტრადიციულს, რაც ჩვენი კულტურისა და საზოგადოების საფუძველია, და შესაბამისად, მისი გაგრძელების წინაპირობაა“. ამას მოყვა კონსერვატიული დღის წესრიგის გაძლიერება. შედეგად, აშკარაა, ლიბერალიზმი დღეს უკან იხევს. მისი უკან დახევა კი მისი მზარდი აგრესიულობის პირდაპირპროპორციულია. საფუძვლის გამოცლა იდეოლოგიას აიძულებს გამოავლინოს მისი „ნამდვილი სახე“, გახდეს უფრო აგრესიული. ამის მაგალითი იყო თუნდაც ლ. ბერძენიშვილის მიერ მეფე ერეკლე მეორის მოღალატედ შერაცხვა.
ბერძენიშვილის ეს გამოხტომა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლიბერალიზმი ავლენს ზიზღს გამყარებული ფორმებისადმი, რომლითაც ერი მთლიანობას ინარჩუნებს. მართლაც, გარდა ღირებულებათა კომპლექტისა, რომელიც საზოგადოებას ცივილურ ერთობად კრავს, არსებობს ისტორიულ პიროვნებათა გამყარებული სახე-ხატები, რომლებიც, დამსახურებისდა მიხედვით, „ერის პანთეონში“ იკავებენ და ინარჩუნებენ ადგილს. სწორედ მათზე შეტევა არის მიზანი იმისა, რომ საქართველომ დაკარგოს თვითმყოფადობა, ერთიანობისა და ისტორიულობის განცდა, და საბოლოოდ, მისგან გამოიწრთოს „ბედნიერი“, ისტორიული მეხსიერების არმქონე მომხმარებელი. ლიბერალიზმის უკან დახევამ არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ ის იოლად გავა პოლიტიკური სცენიდან - არა, ის ყველაფერს (!) გააკეთებს, რათა „კარი გაიჯახუნოს“, თუნდაც ეს კარის გაჯახუნება ქვეყნის ომში შეთრევა და საქართველოს ნაწილებად დაშლა იყოს.
აქედან მივდივართ უკვე მეორე პრობლემასთან, რომელიც, ცხადია, ასევე კავშირშია ლიბერალური მანტრებთან. ეს ჩვენი პოლიტიკის - როგორც საშინაოს, ისე საგარეოს - მოქნილობის ხარისხია. მართლაც, ლიბერალური მანტრები ამუნათებენ (სულ მცირე, ცდილობენ, დაამუნათონ) ისეთი ძალები, რომლებსაც ქვეყნისთვის უფრო ფართო არჩევანისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა სურთ. მართლაც, არ შეიძლება რომელიმე (რომელიც არ უნდა იყოს ის) გეოპოლიტიკური თუ პოლიტიკური ძალის კერპთაყვანისცემის ობიექტად ქცევა. ეს ახალ, მრავალპოლარულ სამყაროში ძალიან ძვირი დაგვიჯდება. ახლა, როდესაც ლიბერალიზმი უკან იხევს, საჭიროა გაბედული და ამავდროულად მოქნილი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მომავალს.

30/05/2022

15:35

26 მაისი და 9 აპრილი: ისტორია და მეხსიერება

თანამედროვე ფრანგულ ისტორიოგრაფიაში არსებობს „მეხსიერების ადგილების“ კონცეპტი, რომლითაც აღინიშნება, ამა თუ იმ წარსული მოვლენის აქტუალური - „ცოცხალი“ ხსოვნა.  ამგვარ ცოცხალ მეხსიერებას განასხვავებენ ისტორიულ არქივში შემონახული ამა თუ იმ ფაქტისაგან, რომელიც, თავისთავად, „მკვდარია“, ხოლო მისი „აღდგენა“ ისტორიკოსის მუშაობას მოითხოვს. „ცოცხალ“ მეხსიერებას „მკვდარი“ ისტორია უპირისპირდება.  კერძოდ, „მარსელიოზა“ - ესაა რევოლუციის ცოცხალი ხსოვნა, ხოლო ჰასტინგის ბრძოლა - ისტორიული ფაქტი, რომელიც ასახულია დოკუმენტებში. ანალოგიურად, 26 მაისი - ესაა ისტორიული ფაქტი, რომლიც „ეროვნულმა მოძრაობამ“ გამოიხმო ისტორიული არქივიდან, ხოლო, 1989 წლის 9 აპრილის ღამე - დღემდე ცოცხალი მეხსიერების ნაწილია. თუმცა, იგივე 26 მაისი პირველი ემიგრაციისათვის სწორედ ცოცხალი მეხსიერების ნაწილი იყო. ცნობილია, რომ მაგალითისათვის, მიხაკო წერეთელი, ზურაბ ავალიშვილი და გრიგოლ რობაქიძე, სანამ ცოცხლები იყვნენ, 26 მაისს ერთად აღნიშნავდნენ. ცოცხალი მეხსიერება ზეპირად გადაიცემა. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ არცერთი მონაწილე, ამა თუ იმ მოვლენისა, ცოცხალი აღარ იყოს, მაგრამ ის მაინც რჩებოდეს აქტუალური მეხსიერების ნაწილად. მაგალითდ, 37 წლის მოვლენების უშუალო მონაწილეთაგან თითქმის აღარავინ დარჩა, მაგრამ, შთამომავლებისათვის ის ცოცხალი მეხსიერების ნაწილია, რადგანაც მის შესახებ უშუალო მონაწილეები მოგვითხროდნენ. ესა თუ ის პიროვნება, თუ მოვლენა შეიძლება საუკუნეთა განმავლობაში დარჩეს ცოცხალი მეხსიერების ნაწილად, ხოლო გუშინდელი ფაქტი - ძალიან სწრაფად აღამოჩნდეს ისტორიის არქივში. კერძოდ, თელავსა და კახეთში მეფე ერეკლე ცოცხალი მეხსიერების ნაწილია - თელავში ადამიანს ის განცდაც კი გეუფლება, რომ პატარა კახი, სადღაც წავიდა და მალე მობრუნდება, - ხოლო, მაგალითისათვის, XX საუკუნის 60/80-იანი წლების დისიდენტური მოძრაობა დღეს უკვე „მკვდარ“ ისტორიულ არქივში შემონახული ფაქტია, რომელიც მომავალ ისტორიკოსებს ელის. და ბოლოს, არსებობს ისტორიული ფაქტები და ისტორიის დიადი ფაქტი, რომლებსაც დრო და ისტორია ვერაფერს უშვება და ისინი მუდამ რჩებიან ცოცხალი მეხსიერებისა და, ასე განსაჯეთ, ჩვენი ცხოვრების ძირეულ ფაქტებად. როდესაც ზიარების დროს მღვდელი წარმოთქვამს ჩვენი უფლის სიტყვებს - „ამას იქმოდეთ მოსახსენებლად ჩემდა“ - ეს არა მხოლოდ ცოცხალი მეხსიერების, არამედ, ჩვენი მარადიული ცხოვრების საფუძველია. ამიტომაც, ქრისტეს ეკლესია, ყველაფერთად ერთად - ესაა, როგორც მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, - „მეხსიერების დიადი მანქანა“.

26/05/2022

14:25

ახალი-ბნელი ეპოქა

მსოფლიო ისტორიაში ტურბულენტური პერიოდები მეტ-ნაკლებად ყოველთვის იყო, შედარებით მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი მსოფლიო ისტორიაში ძალიან იშვიათობა იყო, შეიძლება ჩაითვალოს რომ ეს პერიოდი იყო რომის პერიოდი ძვ.წ I საუკუნიდან, ა.ხ წ II საუკუნემდე (მარკუს ავრელიუსამდე), მეორე პერიოდი- 1871-1914 წლებში (ხანგრძლივი ევროპული მშვიდობა) და მესამე პერიოდი იყო ცივი ომის ეპოქა. შესაბამისად, კაცობრიობის ბოლო 4000 წლიანი ისტორია რომ ავიღოთ, დაახლოებით 300-400 წელი იქნება სტაბილური, მეტ-ნაკლები მშვიდობის პერიოდი. ეს ჩვენთვის, იმ თაობისთვის, რომლებიც შევეჩვიეთ გლობალურ მშვიდობიანობის ეპოქაში ცხოვრებას და არ ვიმჩნევდით მნიშვნელოვან კატაკლიზმებს, არის ძალიან არაკომფორტული გასააზრებელი და ამიტომ, თვითმოტყუების რეჟიმში ვართ,  საკუთარ თავს ვაჯერებთ, რომ ეს კრიზისი გადაივლის და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება.   ამ დებულების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ისტორიას არ აქვს უკან დაბრუნების რეჟიმი. კი, ის რაღაც ფორმებს, რაღაც მოვლენებს მეტ-ნაკლები მსგავსებით იმეორებს, მაგრამ მას არ შეუძლია წარსულისკენ სვლა. ჩვენ შევდივართ ახალ ეპოქაში, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ახალი „ბნელი ეპოქა“. ალბათ, ბევრ თქვენგანს მოეჩვენება რომ „ბნელი ეპოქა“ ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ მოდით მსოფლიო ისტორიაში ვნახოთ რას უწოდებდნენ ბნელ ეპოქას. პირველი ასეთი პერიოდი იყო ე.წ ბრინჯაოას ხანის კრიზისი. ამ კრიზისამდე არსებობდა უძველესი ცივილიზაციები, რომლებსაც ჰქონდათ ჰქონდათ მაღალი კულტურა, მაღალი სამომხმარებლო დონე,  სადაც სურსათი და სამომხმარებლო პროდუქცია დეფიციტური არ იყო. ამ დროს რაღაც დიდი კატაკლიზმი იწყება და ცივილიზაციები ქრებიან, ხალხები იწყებენ მიგრაციას, ცხოვრების დონე საგრძნობლად ეცემა, კულტურა ვარდება, დამწერლობა ქრება, საზოგადოების მილიტარიზაცია იწყება და ა.შ. ზუსტად იგივე მოხდა ძველ საბერძნეთში კრეტა-მიკენის კულტურის დაცემის შემდეგ, იქაც იწყება ბნელი ეპოქა და მესამე ბნელი ეპოქა იწყება რომის იმპერიის დაცემიდან, კარლოს დიდამდე. დღეს მსოფლიო იშლება მაკრო-ზონებად, სამომხარებლო ბაზარმა უკვე კორონა პანდემიის დროს იგრძნო თავის თავზე პირველი დარტყმები, ეხლა კი, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს და პროდუქტების დეფიციტია, ენერგორესურსების ფასი იზრდება, სამომხმარებლო საზოგადოება მაქსიმალურ დისკონფორტს გრძნობს. მე, წინა პუბლიკაციებში არაერთხელ მისაუბრია არსებულ კრიზისზე და მის საერთაშორისო ასპექტებზე. ეხლა კი მინდა ერთ-ორი სიტყვა ვთქვა როგორი საზოგადოება შეიძლება ჩამოყალიბდეს ახალ „ბნელ ეპოქაში“, ამის ნიშნებს უკვე ვხედავთ დღეს: 1. ჩინური მოდელი - ჩინეთში უკვე დაიწყო ე.წ რეიტიგნგების სისტემის შექმნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ დაბალი რეიტინგი, მათ სოციალურ სიკეთეებზე აღარ მიუწვდებათ ხელი, ვერ იშოვიან სამსახურს და რეალურად გაწირული იქნებიან. ეს სისტემა აძლევს მართველ კლასს საზოგადოებაზე კონტროლის საკმაოდ მძლავრი მექანიზმი. ამას ემატება მკაცრი ვერტიკალური პოლიტიკური სისტემა, რომელსაც კრიზისების დროს შეუძლია საზოგადოების ეფექტური მართვა. უნდა ითქვას რომ ჩინური მოდელი, ჩინეთის მიღმა ვერ იმუშავებს, რადგან ცივილიზაციური ფაქტორებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება 2. არქაო-მოდერნიზმი - აფრიკული სცენარი. აზროვნების ტოტალური არქაიზაცია, იმ დროს, როდესაც გარედან იკვებება სხვადასხვა მაღალი ტექნოლოგიებით. აფრიკის კონტინენტი მოსახლეობას ორ არჩევანს აძლევს: 1) ტოტალურ გასამხედროებულ ტრაიბალიზმში დარჩნენ, თავისი არქაული აზროვნებით და მოდერნიზმის იმ ფორმებზეც თქვან უარი, რა ფორმებიც კოლონიალურმა სისტემამ შემოიტანა; 2) მიგრაციის ახალი ტალღების გაძლება ჩრდილოეთისკენ (ევროპისკენ) 3. ისლამური სამყარო - აისისის მაგალთმა გვაჩვენა, რომ კრიზისის შემთხვევაში რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და იდეოლოგიური ძალა არის ისეთი ისლამური იდეოლოგია, რომელიც ორი მიმართულებით ვითარდება: 1) მეგა-მილიტარიზაციისკენ და 2) საზოგადოების ტოტალურ კონტროლისკენ. ეს არის ახალი ისლამური ტოტალიტარიზმები, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებია მაღალ მობილიზებას და მის კონტროლს ახალ „ბნელ ეპოქაში“ 4. ფაშიზმის აღზევება - რუსმა მარქსისტმა ბორის კაგარლიცკიმ რუსულ-უკრაინულ ომს, რუსულ იმპერიალიზმს, აღმოსავლეთ ევროპელების ანტირუსულ დისკურს და მათ მინი-იმპერიალისტურ ამბიციებს, ზოგადად რუსოფობიურ განწყობებს დასავლეთში უწოდა- „ფაშისტების შორის გარჩევები“. ლიბერალური საზოგადოება, რომელიც რეალურად სამომხმარებლო საზოგადოებაზეა დაშენებული, პროდუქტების დეფიციტურ ეპოქაში ვეღარ იარსებებს. რადგან მემარცხენეობა დასავლეთში წელშია გადატეხილი, ყველაზე ეფექტური საშუალება ამ კრიზისის მართვის დროს იქნება ფაშისტური და ნახევრად ფაშისტური რეჟიმების შექმნა, რომელიც მოახერხებს საზოგადოების მობილიზაციას და მართვას. ჩვენ უკვე თავად ევროპაში ვხედავთ ფაშისტურ ტენდენციებს. სხვადასხვა ნაციონალისტები უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ მათი „იმპერიების“ აღდგენაზე, მათი ერის გამორჩეულობაზე და ა.შ. არსებიული ეპოქა ფაშისტურ ძალებს არა მარტო რეაბილიტაციის, არამედ კვლავ სათავეში მოსვლის საშუალებას აძლევს (განსაკუთრებით კი ეს ევროპას ემუქრება) 5. კეთილდღეობის ზონების შენარჩუნება და იზოლაციონიზმის პოლიტიკები - გლობალურ კრიზისის დროს, ზოგიერთი ძველი განვითარებული სახელმწიფო შეინარჩუნებს კეთილდღეობის გარკვეულ სტანდარტებს. ესეთი სახელმწიფოები როგორც წესი, დიდი სახელმწიფო იქნება ევრაზიის კონტინენტის მიღმა, როგორიცაა აშშ-ი, კანადა, ავსტრალია. იზოლაციონიზმის პოლიტიკის გამკაცრება და მისი კარჩაკეტილობა იქნება ერთ-ერთი განმაპირობებელი კეთილდღეობის შენარჩუნების. ეს ყველა რეჟიმი იარსებებს, გარკვეულ გეოპოლიტიკურ ქაოსში, სადაც დაპირისირებული მხარეების რაოდენობა საკმაოდ დიდია და სადაც აქტიურად მიმდინარეობს ლოკალური კონფლიქტები. ამ კრიზისებს ის საზოგადოება უპასუხებს ადეკვატურად, რომელიც შეძლებს მაღალი მობილიზაციის და დისციპლინის მექანიზმების გამოვლენას, ეს კი თავისი არსით ეწინააღმდეგება ლიბერალურ ცხოვრების წესს.

26/05/2022

14:24

რა ფენომენია ნიკა გვარამია?

ის შეურაცხყოფდა ყველაფერს, ის მოწინააღმდეგეებს ბიომასას უწოდებდა, ის გვიფსამდა ღვინოსა და ბორჯომში, ის აგინებდა ქალს უშვერი სიტყვებით პირდაპირ ეთერში; მისთვის ოლიმპიური ჩემპიონი და ჭადრაკის ლეგენდა მხოლოდ იმიტომ ხდებოდა სალანძღავი, რომ ისინი უბრალოდ, „ნაცები“ არ არიან. ცხადია, საუბარია „მედია-მენეჯერ“ ნიკა გვარამიაზე - ფეიქ-კანტორის, „მთავარი არხის“ აწ უკვე ყოფილ დირექტორზე.
ნიკა გვარამია, ერთი შეხედვით, მარტივი და ბევრისთვის მომაბეზრებელი არსებაა. თუმცა, სინამდვილეში, იგი, როგორც კულტურულ-ეგზისტენციალური ფენომენი მეტად სიმპტომურია. ის წარმოადგენს დღევანდელი ეპოქის გაბატონებული ტრენდის - ლიბერალური-პოსტ-მოდერნიზმის განსხეულებას. მისი ფრაზა, რომ 21-ე საუკუნეს ფაქტები კი არა აღქმები წარმართავს, სწორედ პოსტ-მოდერნულობის (თუ დავაზუსტებთ, პოსტ-მოდერნის ვულგარული ნაირგვარობის) მამოძრავებელი პრინციპია. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რაც მოხდა? მთავარია ის, თუ როგორ ვაჩვენებთ ხალხს. მთავარია, ჭიქას ყურს საიდან მოვაბამთ! თუმცა, არა. ჭიქისთვის ყურის მობმა - ეს უფრო ინტერპრეტაციის ხელოვნებაა, უფრო საკუთარი პოზიციის მართებულობის ფართო მასებისთვის წარდგინების ხელოვნებაა. გვარამიას პოსტ-მოდერნიზმი კი არის ბანალურ „ფეიქებსა“ და ისტერიულობაზე აგებული, - უკიდურესად ვულგარული თვით პოსტ-მოდერნულობის სტანდარტების მხრივაც კი.
გვარამია არის პოსტ-მოდერნულობის იმ ხაზის გამგრძელებელი, რომელიც ებრძვის ყოველივე ტრადიციულსა და შინაარსიანს, - ცივილიზაციის იმ მონაპოვრებს, რომლებიც ადამიანს ადამიანობას უნარჩუნებს და ადამიანს ბიომასად (!) გადაქცევისაგან იცავს. რელიგიის ლანძღვა, ტრადიციაზე გავეშებული შეტევა, დამსახურებული ადამიანების პოლიტიკური ნიშნით ძაგება და დამუნათება - ეს პოსტ-მოდერნული შინაარსია. ხოლო გვარამიასეული ლამის მანიაკალური პერფორმანსები, უკიდურესი პანიკიორობა, ტირილი პირდაპირ ეთერში, ფქვილის სახეში შეყრა, გაუთავებელი ლანძღვა-გინება - ეს ვულგარული, აგრესიული პროვინციალიზმის მიერ მინიჭებული ფორმაა. მიზანი კი შურისძიებაა ცივილიზაციასა და კულტურაზე.
რა არის შურისძიება? მოდით ჩავიდინოთ მკრეხელობა და პრიმიტიული მედია-მენეჯერის ანალიზიდან ონტოლოგიის სფეროში გადავინაცვლოთ. ადამიანის არსებობა, მისი ყოველი წამი, ნაკლოვანებით არის ნაკურთხი. ჩვენი არსებობა ფუნდამენტურად ნაკლოვანია. ჩვენ ყოველთვის, მეტ-ნაკლები სიმძაფრით, განვიცდით ამ ნაკლოვანებას - უბრალოდ, ზოგიერთი ადამიანი ამ ნაკლოვანებას სრულფასოვნად იაზრებს და მას პროფესიული სრულყოფისა და ეთიკური ცხოვრების წინაპირობად გაიხდის, ზოგი კი ... ხდება გვარამია, ანთხევს გესლს, შურს, ბოღმას და ნაკლოვანებასთან გამკლავებას ტყუილებითა და სხვების დამცრობით ლამობს. ასეთები ნაკლოვანების პრინციპს გარემოზე შურისძიების წყაროდ აქცევენ.
არ უნდა ვიფიქროთ, რომ გვარამია ცალკე აღებული შემთხვევაა - არა, ის ეპოქის სიმპტომია, მისი გარდაუვალი ეგზემპლიარია - იმ ეპოქის, რომლის მედია-აქტორები ეკრანებიდან  სიყალბესა და ღვარძლს აფრქვევენ. სწორედ ასეთებზე თქვა თავის დროზე ნიცშემ: „ისინი ანთხევენ ნაღველს და ამას უწოდებენ გაზეთს“. მაშინ, მეცხრამეტე საუკუნეში, ნიცშემ იმ ეპოქის ნიშნები ამოიცნო, რაც ჩვენ, ციფრული-საინფორმაციო კულტურის შვილებს საერთოდ აღარ გვაკვირვებს - მედია-მენეჯერები, სიცრუის გენერირება, პიარის დიქტატურა, რეალობის გაუქმება და ვირტუალურის გაბატონება.
დავუბრუნდეთ გვარამიას. ის, როგორც ვთქვით, ამავე დროს, არა ლიბერალური მოვლენა. მისი ესთეტიკა, მისი სოლიდარობა ლგბთ თემისადმი, მის მიერ განსხვავებული აზრისთვის „რუსეთუმეობის“ ისტერიული წოდება - ეს ყველაფერი გვარამიას იმ გლობალური ტრენდის ნაწილად აქცევს, რაც მთელს პლანეტაზეა გამეფებული. არგუმენტირებული დისკურსის ნაცვლად სხვათა აზრის დამუნათება, „მოღალატის“ და „აგენტის“ დაუფიქრებლად წოდება, პიარ-ტექნოლოგიის ლიბერალური დიქტატი, ნეო-ტრაიბალიზმი, რომლის მიხედვითაც, ვინც ჩვენს ტომშია კარგია, ვინც არა - ცუდი. აი, ეს ის ლიბერალური ტრენდია, რაც გამეფებულია, ხოლო ნიკა გვარამია მისი ერთი თვალსაჩინო ეგზემპლიარია! ამ თვალსაჩინოებას კი, ცხადია, მენტალური პროვინციალიზმი განაპირობებს, - ანუ ჩვენს თანამოქალაქეთა ნაწილში გამეფებული მიდრეკილება, რომ ხარბად დაეწაფონ „ცენტრში“ გამეფებულ ტენდენციებს, ხოლო ცოცხლად ყოფნით გამოწვეული გარდაუვალი ნაკლოვანების განცდა (ეგზისტენციური უფსკრული) მზა იდეოლოგიური ფორმულებით შეავსონ. ამით ისინი თავს მიანებებენ დემონს, რომელიც ადამიანს ბიომასად აქცევს, აუქმებს რა პიროვნულობისა და სინდისის რეგისტრებს.

23/05/2022

15:23

ახალი მსოფლიო წესრიგი

მსოფლიო ისტორია საკმაოდ დინამიურია და ძალთა ბალანსი ხშირად იცვლება. ისტორიას ახსოვს ვესტფალიის სისტემა, სადაც ჩამოყალიბდა ევროპულ სახელმწიფოებს შორის ძალთა ბალანსის პრინციპი, ერი-სახელმწიფოს პრიმატი, სახელმწიფოებს შორის თანასწორობის სამართალი და ა.შ. ამ სისტემამ იარსება ნაპოლეონის დამარცხებამდე, რომლის შემდეგაც ჩამოყალიბდა ახალი ვენის საერთაშორისო სისტემა. ვენის სისტემამ დიდ კოალიცებს დაუდო საფუძველი, რომლის შედეგადაც ყალიბდებოდა ახალ-ახალი კავშირები (ანტანტის და სამთა კავშირი) რომლის ძალთა ბალანსზე ყალიბდებოდა საერთაშორისო ურთიერთობები.  პირველ მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალი ვერსალ-ვაშინგტონის სისტემა, ამ სისტემამ იარსება მეორე მსოფლიო ომამდე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა უკვე იალტა-პოსტდამის სისტემა, რამაც რეალიურად ორ ზე-სახელმწიფოს აშშ-ის და სსრკ-ს შორის გაყო მსოფლიო გავლენები. 1991 წელს სსრკ-ს დაშლის შემდეგ კი კვლავ ახალი სისტემა ყალიბდება, რომელიც აშშ-ის ჰეგემონიაზე დგას. ეს სისტემა დღეს ჩვენ თვალწინ ინგრევა. თქვენ თუ დააკვირდებით ამ საერთაშორისო სისტემებს, ნახავთ რომ მთავარი მოქედი პოლიტიკური სუბიექტები ევროპული (დასავლური) ცივილიზაციის სახელმწიფოები იყვნენ, რომლებთაც საერთო ცივილიზაციური, პოლიტიკური ღირებულებები ჰქონდათ მეტ-ნაკლები განსხვავებებით. დანარჩენი კონტინენტები ამ სისტემას ერგებოდნენ. დღეს კი სიტუაცია შეცვლილია, დღეს გაჩნდნენ ძლიერი არადასავლური სახელმწიფოები, ძლიერი ეკონომიკებით, მაღალი ტექნოლოგიებით და საკუთარი ცივილიზაციური იდენტობით.
რუსეთ-უკრაინის ომი პირველი არა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ბზარი იყო არსებული საერთაშორისო სისტემის ნგრევის პროცესში. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ევროპელები კი შეუერთდნენ, მაგრამ აზიის, სამხრეთ ამერიკის და აფრიკის სახელმწიფოები არ შეურთდნენ. ჩვენ ვხედავ ამ სიტუაციაში, რომ ყველა დიდი სახელმწიფო ექსკლუზიურად საკუთარ ინტერესებიდან მოქმედებს და ყველა არ ემორჩილება აშშ-ის მითითებებს.
იწყება ის, რაც თავის დროზე იმანუელ ვალერშტაინმა იწინასწარმეტყველა, ლიბერალური ჰეგემონიამ კაცობრიობა მიიყვანა სხვდასხვა ზონების შექმნამდე. მრავალპოლუსიანი სისტემა ჩვენ თვალწინ ყალიბდება.
ახალი სამყაროს როგორი სურათი იხატება დღეს?
1. ჩვენ ვხედავთ გლობალურ ვაჭრობის ცვლილებებს, რაც გამოიწვევს ძველი გლობალიზაციის პერეფორმატირებას. რუსეთისადმი ეკონომიკური სანქციების დაწესებით, აღმოჩნდა რომ რუსეთს აქვს ის ბუნებრივი რესურსები, რომელიც ესე ჭირდება განვითარებულ დასავლეთს. კონკრეტულად რუსეთს აქვს ენერგორესურსები, მას აქვს ურანის მარაგი, ხე-ტყის მარაგი, რკინის და ძვირფასი ლითონის მარაგი და რაც მთავარია რუსეთს აქვს სასოფლო სამეურნეო მარაგი. მას შემდეგ რაც რუსეთმა და ინდოეთმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხორბალს, სიმინდს არ გაიტანენ ექსპორტზე, ევროკავშირში დაიწყეს საუბარი მოსალოდნელ შიმშილზე. ამ პოლიტიკის შედეგად, ქვეყნები იძულებულები იქნებიან მიმართონ ავტარქიულ ეკონომიკას, რაც გამოიწვევს ძველი გლობალური ვაჭრობის სისტემის მოშლას.
2. რუსეთზე სანქციების დაწესებით, ევროკავშირის ქვეყნებში (გერმანიაში და ა.შ) სახელმწიფომ მოქალაქეეებს მოუწოდა ეკონომიურად მოეხმარად გაზი, უფრო თბილად ჩაეცვათ და ა.შ.  პროდუქციის დეფიციტი, ყველაზე მეტად ურტყავს თანამედროვე კონსუმერულ საზოგადოებას, რომელიც შეეჩვია მოხმარების მაღალ დონეს. როგორც ევროპაში, ისე რუსეთში საზოგადოების ყველაზე კონსუმერული ნაწილი ამ მოვლენებს ყველაზე მძიმედ გადაიტანს. ჩვენ უკვე დღეს ვხედავთ კონსუმერული საზოგადოების მიგრაციებს, როგორც რუსეთიდან, ისე დასავლეთიდანაც. სახელმწიფოები იძულებულები იქნებიან სხვა ტიპის საზოგადოება შექმნან და დაეყრდნონ მათ.
3. საინფორმაციო სივრცეში უკვე დღეს ვხედავთ გლობალიზაციის პირველ ბზარებს. ჩინეთი საკუთარ ინტერნეტს ქმნის, რუსეთმა დაანონსა საკუთარი ინტერნეტის შექმნა. ჩვენ ვხედავთ რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას, რუსული არხები, სოციალური მედია დაიბლოკა. ეს პროცესი ბიძგს მისცემს ჩაკეტილი საინფორმაციო სისტემების შექმნას. გლობალურ საინფორმაციო სივრციდან ჩვენ გადავდივართ, რეგიონალურ და ცივილიზაციურ საინფორმაციო სივრცის შექმნამდე. ეს კი პირველი და მთავარი ნიშანია, რომ მსოფლიოში ჩამოყალიბდება სხვადასხვა ტიპის აზროვნება, სხვადასხვა ტიპის წარმოდგენები და ის უნივერსალური პრინციპები, რასაც ამდენი ხანი ვიყავით შეჩვეული, იქნება ეს „ადამიანის უფლებები“, წარმოდგენა ჰუმანიზმზე, წარმოდგენა სიკეთეზე და ბოროტებაზე აღარ იარსებებს, მას შეცვლის ცივილიზაციური წარმოდგენები
4. ლიბერალიზმი რომელიც ამ გლობალიზაციის სისტემაზე და სამომხარებლო საზოგადოებაზე დგას, დეფიციტურ ეკონომიკის და ფრაგმენტირებულ სამყაროს პირობებში ვეღარ იქნება წამყვანი პოლიტიკური იდეოლოგია. ისეთი სახელმწიფოები, რომლებსაც უნარი ექნებათ მოახდინონ საზოგადოების ხანგრძლივი მობილიზაცია, ის სახელმწიფოები აღმოჩნდებიან ყველაზე ეფექტურები. შესაბამისად უნდა ველოდოთ საზოგადოებაზე კონტროლის მექანიზმების გაზრდას, იმ თავისუფლებების შეზღუდვას რაც აქამდე ნორმად ითვლებოდა.
ყველა ეს ცვლილება რადიკალურად ცვლის სამყაროს და კაცობრიობას. ჩვენ შევდივართ ეპოქაში, რომელიც წააგავს XV-XVI საუკუნეებს, როდესაც ჩნდებოდნენ ახალ-ახალი ძლიერი პოლიტიკური სუბიექტები და მათ შორის გაუთავებელი დაპირისპირებები იყო. შესბაამისად ერთი რამ ცხადი: მშვიდობიანი ეპოქა მთავრდება, გეშინოდეთ ახალი დროების!

18/05/2022

15:02

ავტორიზაცია
დაგავიწყდა?
ან
არ ხარ მომხმარებელი?
დარეგისტრირდი
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%