18/05/2022
15:02
ანალიტიკა
მსოფლიო ისტორია საკმაოდ დინამიურია და ძალთა ბალანსი ხშირად იცვლება. ისტორიას ახსოვს ვესტფალიის სისტემა, სადაც ჩამოყალიბდა ევროპულ სახელმწიფოებს შორის ძალთა ბალანსის პრინციპი, ერი-სახელმწიფოს პრიმატი, სახელმწიფოებს შორის თანასწორობის სამართალი და ა.შ. ამ სისტემამ იარსება ნაპოლეონის დამარცხებამდე, რომლის შემდეგაც ჩამოყალიბდა ახალი ვენის საერთაშორისო სისტემა. ვენის სისტემამ დიდ კოალიცებს დაუდო საფუძველი, რომლის შედეგადაც ყალიბდებოდა ახალ-ახალი კავშირები (ანტანტის და სამთა კავშირი) რომლის ძალთა ბალანსზე ყალიბდებოდა საერთაშორისო ურთიერთობები.
პირველ მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალი ვერსალ-ვაშინგტონის სისტემა, ამ სისტემამ იარსება მეორე მსოფლიო ომამდე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა უკვე იალტა-პოსტდამის სისტემა, რამაც რეალიურად ორ ზე-სახელმწიფოს აშშ-ის და სსრკ-ს შორის გაყო მსოფლიო გავლენები. 1991 წელს სსრკ-ს დაშლის შემდეგ კი კვლავ ახალი სისტემა ყალიბდება, რომელიც აშშ-ის ჰეგემონიაზე დგას. ეს სისტემა დღეს ჩვენ თვალწინ ინგრევა. თქვენ თუ დააკვირდებით ამ საერთაშორისო სისტემებს, ნახავთ რომ მთავარი მოქედი პოლიტიკური სუბიექტები ევროპული (დასავლური) ცივილიზაციის სახელმწიფოები იყვნენ, რომლებთაც საერთო ცივილიზაციური, პოლიტიკური ღირებულებები ჰქონდათ მეტ-ნაკლები განსხვავებებით. დანარჩენი კონტინენტები ამ სისტემას ერგებოდნენ. დღეს კი სიტუაცია შეცვლილია, დღეს გაჩნდნენ ძლიერი არადასავლური სახელმწიფოები, ძლიერი ეკონომიკებით, მაღალი ტექნოლოგიებით და საკუთარი ცივილიზაციური იდენტობით.
რუსეთ-უკრაინის ომი პირველი არა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ბზარი იყო არსებული საერთაშორისო სისტემის ნგრევის პროცესში. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ევროპელები კი შეუერთდნენ, მაგრამ აზიის, სამხრეთ ამერიკის და აფრიკის სახელმწიფოები არ შეურთდნენ. ჩვენ ვხედავ ამ სიტუაციაში, რომ ყველა დიდი სახელმწიფო ექსკლუზიურად საკუთარ ინტერესებიდან მოქმედებს და ყველა არ ემორჩილება აშშ-ის მითითებებს.
იწყება ის, რაც თავის დროზე იმანუელ ვალერშტაინმა იწინასწარმეტყველა, ლიბერალური ჰეგემონიამ კაცობრიობა მიიყვანა სხვდასხვა ზონების შექმნამდე. მრავალპოლუსიანი სისტემა ჩვენ თვალწინ ყალიბდება.
ახალი სამყაროს როგორი სურათი იხატება დღეს?
1. ჩვენ ვხედავთ გლობალურ ვაჭრობის ცვლილებებს, რაც გამოიწვევს ძველი გლობალიზაციის პერეფორმატირებას. რუსეთისადმი ეკონომიკური სანქციების დაწესებით, აღმოჩნდა რომ რუსეთს აქვს ის ბუნებრივი რესურსები, რომელიც ესე ჭირდება განვითარებულ დასავლეთს. კონკრეტულად რუსეთს აქვს ენერგორესურსები, მას აქვს ურანის მარაგი, ხე-ტყის მარაგი, რკინის და ძვირფასი ლითონის მარაგი და რაც მთავარია რუსეთს აქვს სასოფლო სამეურნეო მარაგი. მას შემდეგ რაც რუსეთმა და ინდოეთმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხორბალს, სიმინდს არ გაიტანენ ექსპორტზე, ევროკავშირში დაიწყეს საუბარი მოსალოდნელ შიმშილზე. ამ პოლიტიკის შედეგად, ქვეყნები იძულებულები იქნებიან მიმართონ ავტარქიულ ეკონომიკას, რაც გამოიწვევს ძველი გლობალური ვაჭრობის სისტემის მოშლას.
2. რუსეთზე სანქციების დაწესებით, ევროკავშირის ქვეყნებში (გერმანიაში და ა.შ) სახელმწიფომ მოქალაქეეებს მოუწოდა ეკონომიურად მოეხმარად გაზი, უფრო თბილად ჩაეცვათ და ა.შ. პროდუქციის დეფიციტი, ყველაზე მეტად ურტყავს თანამედროვე კონსუმერულ საზოგადოებას, რომელიც შეეჩვია მოხმარების მაღალ დონეს. როგორც ევროპაში, ისე რუსეთში საზოგადოების ყველაზე კონსუმერული ნაწილი ამ მოვლენებს ყველაზე მძიმედ გადაიტანს. ჩვენ უკვე დღეს ვხედავთ კონსუმერული საზოგადოების მიგრაციებს, როგორც რუსეთიდან, ისე დასავლეთიდანაც. სახელმწიფოები იძულებულები იქნებიან სხვა ტიპის საზოგადოება შექმნან და დაეყრდნონ მათ.
3. საინფორმაციო სივრცეში უკვე დღეს ვხედავთ გლობალიზაციის პირველ ბზარებს. ჩინეთი საკუთარ ინტერნეტს ქმნის, რუსეთმა დაანონსა საკუთარი ინტერნეტის შექმნა. ჩვენ ვხედავთ რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას, რუსული არხები, სოციალური მედია დაიბლოკა. ეს პროცესი ბიძგს მისცემს ჩაკეტილი საინფორმაციო სისტემების შექმნას. გლობალურ საინფორმაციო სივრციდან ჩვენ გადავდივართ, რეგიონალურ და ცივილიზაციურ საინფორმაციო სივრცის შექმნამდე. ეს კი პირველი და მთავარი ნიშანია, რომ მსოფლიოში ჩამოყალიბდება სხვადასხვა ტიპის აზროვნება, სხვადასხვა ტიპის წარმოდგენები და ის უნივერსალური პრინციპები, რასაც ამდენი ხანი ვიყავით შეჩვეული, იქნება ეს „ადამიანის უფლებები“, წარმოდგენა ჰუმანიზმზე, წარმოდგენა სიკეთეზე და ბოროტებაზე აღარ იარსებებს, მას შეცვლის ცივილიზაციური წარმოდგენები
4. ლიბერალიზმი რომელიც ამ გლობალიზაციის სისტემაზე და სამომხარებლო საზოგადოებაზე დგას, დეფიციტურ ეკონომიკის და ფრაგმენტირებულ სამყაროს პირობებში ვეღარ იქნება წამყვანი პოლიტიკური იდეოლოგია. ისეთი სახელმწიფოები, რომლებსაც უნარი ექნებათ მოახდინონ საზოგადოების ხანგრძლივი მობილიზაცია, ის სახელმწიფოები აღმოჩნდებიან ყველაზე ეფექტურები. შესაბამისად უნდა ველოდოთ საზოგადოებაზე კონტროლის მექანიზმების გაზრდას, იმ თავისუფლებების შეზღუდვას რაც აქამდე ნორმად ითვლებოდა.
ყველა ეს ცვლილება რადიკალურად ცვლის სამყაროს და კაცობრიობას. ჩვენ შევდივართ ეპოქაში, რომელიც წააგავს XV-XVI საუკუნეებს, როდესაც ჩნდებოდნენ ახალ-ახალი ძლიერი პოლიტიკური სუბიექტები და მათ შორის გაუთავებელი დაპირისპირებები იყო. შესბაამისად ერთი რამ ცხადი: მშვიდობიანი ეპოქა მთავრდება, გეშინოდეთ ახალი დროების!
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022