
რუსეთის საგარეო უწყების სპიკერი მარია ზახაროვა ამერიკისგან მოითხოვს, თუ გააჩნია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ვერ ხედავს უკრაინის მონაწილეობას რუსეთის ტერაქტში, დაუყოვნებლივ გადასცეს რუსეთს. ამის შესახებ ზახაროვა ტელეგრამ-არხზე წერს.
„თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს იმის მტკიცებულებას, რომ უკრაინა, ან უკრაინელები მონაწილეობდნენ მოსკოვში მომხდარ ტერაქტში.
რის საფუძველზე აკეთებენ დასკვნას ვაშინგტონის ოფიციალური პირები ტრაგედიის პირველ ხანებში ვინმეს უდანაშაულობის შესახებ? თუ აშშ-ს აქვს ან ჰქონდა სანდო ინფორმაცია ამ კუთხით, მაშინ ის დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს რუსულ მხარეს.
და თუ ასეთი მონაცემები არ არის, მაშინ თეთრ სახლს არ აქვს უფლება ვინმეს ინდულგენციები გასცეს.
ყველა მონაწილე, როგორც რუსეთის ხელმძღვანელობამ განაცხადა, კომპეტენტური ორგანოების მიერ იქნება გამოვლენილი“ - წერს ზახაროვა.
ცნობისთვის, აშშ-ს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის უკან უკრაინა დგას, რომელმაც მოიგერია რუსული აგრესია.
მკვლელობის შემზარავი ახალი კადრები! - თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში სროლის შედეგად, დაშავებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა
მოსკოვის Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში სროლა მოხდა, რასაც მოჰყვა აფეთქება.
ნახეთ საზარელი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ კლავენ თავდამსხმელები მოქალაქეებს…
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ მოსკოვის რეგიონში მომხდარი ტერაქტი არის ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მიზანმიმართული პროვოკაცია, რის შესახებაც მანამდე საერთაშორისო საზოგადოება ავრცელებდა გაფრთხილებას.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 მაისიდან
05/05/2026